logo_geo
ილო ბეროშვილი: ჩემს პირად ცხოვრებაში არანაირი სიახლე არ არის
- +

12 აპრილი. 2017. 15:34



ტელეწამყვანი ილო ბეროშვილი „თბილისელებთან" ინტერვიუში პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ინფორმაციაი, რაც მასზე და ბაბეტასთან ურთიერთობაზე გავრცელდა, უსაფუძვლო ჭორია.


„ჩემს პირად ცხოვრებაში არანაირი სიახლე არ არის. მთლიანად გადართული ვარ ბავშვებზე. ისე, ბავშვებს აინტერესებთ და ამასწინათ სესილიმ მკითხა: მამიკო, ქერები უფრო მოგწონს თუ შავგვრემანებიო. რა ვიცი, გააჩნია-მეთქი. აბა, ბავშვს როგორ უნდა დაველაპარაკო ამაზე. ხანდახან ვერ ვხვდები, მე ვზრდი შვილებს თუ ისინი მზრდიან მე. ბევრ ვინმეზე ამიგორეს ჭორები, ხან თაკო ჩორგოლეიშვილი, ხან ბაბეტა. ბაბეტაზე რატომ გაჩნდა ჭორი, არ ვიცი - არანაირი ფლირტი, არანაირი შეხება. რამდენჯერმე მყავს ნანახი და მისი იმიჯიდან გამომდინარე, თვალში ყოველთვის მომხვედრია. მაგრამ მასთან არაფერი მაკავშირებს. იმის მტკიცებას, რომ აქლემი არ ვარ, ვერ დავიწყებ", - ამბობს ილო ბეროშვილი. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი