logo_geo
მეგან მარკლი: თავის მოკვლის სურვილი მქონდა...
- +

8 მარტი. 2021. 20:08

 

პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ – მეგან მარკლმა ოპრა უინფრის CBS-სთვის ინტერვიუ მისცეს, რომელშიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახსა და ბუკინგემის სასახლეში ცხოვრების წესზე ისაუბრეს.

 

კერძოდ, მეგან მარკლის თქმით, თავდაპირველად მას და ჰარის პირადი ურთიერთობის მეტი პრივატულობა სურდათ, ამიტომ, ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიამდე ხელი სამი დღით ადრე მოაწერეს.

 

“ეს მსოფლიოსთვის იყო სანახაობა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ორში გვინდოდა კავშირის დამყარება”, – თქვა მან.

 

მისი თქმით, ქორწინების შემდეგ “ფირმა” (მარკლი სამეფო ოჯახს ასე მოიხსენიებს) მასზე ძლიერ ზეწოლას ახდენდა, აიძულებდა – თავი შეეკავებინა საჯარო გამოსვლებისგან, ასევე, დაეცვა არსებული წესები. ამასთან, მან თქვა, რომ კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა დედოფალ ელისაბეთ მეორესთან.

 

სასექსის ჰერცოგინიას თქმით, ლონდონში ცხოვრება იმდენად მძიმე იყო, რომ მას თვითმკვლელობაზეც უფიქრია.

 

“სიცოცხლე აღარ მინდოდა. ეს ძალიან ნათელი, რეალური აზრი იყო, რომელიც დიდ ხანს არ მშორდებოდა. მრცხვენოდა ამის თქმის ჰარისთვის, თუმცა, ვაცნობიერებდი, რომ ეს რომ არ მეთქვა მისთვის, აუცილებლად ვიზამდი”, – თქვა მეგან მარკლმა.

 

გარდა ამისა, მისი თქმით, იმ დროს, როდესაც პირველ შვილს, არჩის მუცლად ატარებდა, სამეფო ოჯახის ზოგიერთი წევრი ბავშვის კანის ფერთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამდნენ.

 

მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ ჰარისგან შეიტყო. დეტალებზე არც ჰარის უსაუბრია, თუმცა, თქვა, რომ ვითარება მისთვის შოკისმომგვრელი იყო.

 

http://plus.kvira.ge/%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%a5/

 

right_banner big_banner
არქივი