logo_geo
სერხიო რამოსი ჩაბნელებულმა „დინამო-არენამ“ გაამხიარულა
- +

28 მარტი. 2021. 12:02

 

ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩამდე ესპანეთის ეროვნულმა გუნდმა „დინამო-არენაზე“ ბოლო ვარჯიშის ჩატარება სცადა, მაგრამ შუქი ჩაქრა.

 

 

სტუმართა ეროვნული გუნდის ფეხბურთელებმა რამდენიმე წუთი მოიცადეს და რადგან ელექტროენერგის აღდგენა არ მოხერხდა, ლუის ენრიკემ ვარჯიში დაასრულა.

 

შუქი იმ დროს ჩაქრა, როდესაც ესპანელთა ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ბურთს თავი დაარტყა და უცებ სიბნელეში დაიკარგა. ამან ესპანელთა ლიდერი სერხიო რამოსი ხუმრობის ხასიათზე დააყენა და გამოცემა „ასის“ ჟურნალისტთან იხუმრა.

 

„ცხოვრებაში რა არ მინახავს, მაგრამ სტადიონზე შუქის ჩაქრობა და ამხელა ფეხბურთელის დაკარგვა, საოცრება იყო. ახლა გასახდელში უნდა დავბრუნდეთ. ეს ისტორიული მოვლენაა“, – თქვა ესპანეთის ნაკრების და მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა.

 

https://1tv.ge/news/serkhio-ramosi-chabnelebulma-dinamo-arenam-gaamkhiarula-stadionze-amkhela-kacis-dakargva-saocreba-iyo-video-1tvsport/

 

big_banner
არქივი