logo_geo
როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს ირაკლი მაქაცარიას 19 წლის შეყვარებული, რომელიც ცნობილი ქართველი ექიმის შვილია
- +

15 აპრილი. 2021. 17:38

 

 

ქართველი ქალების რჩეული, მომხიბვლელი ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია შეყვარებულია, სიახლე ირაკლიმ სულ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მისი რჩეული 19 წლის მომღერალი და მომავალი ექიმი ლიზა ჩიჩუაა, რომელსაც საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან ტელეეკრანებიდან იცნობს.

 

ლიზა სამედიცინო სფეროში ცნობილი ოჯახის შვილია, ლიზას დედა ენდოკრინოლოგი ქეთევან ასათიანია, მამა - ოფთალმოლოგი გიორგი ჩიჩუა. ქეთევანს საზოგადოება ტელეკომპანია „იმედზე“ დილის გადაცემაში ხშირად ხედავს, გიორგი ჩიჩუა კი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე ერთ-ერთი სამედიცინო გადაცემის წამყვანი იყო.

 

ლიზა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია, გოგონა „საქართველოს ჯანდაცვის ორგანიზაციაში მუშაობს“ და როგორც ცნობილია, მამასაც ხშირად ეხმარება.

 

ლიზას ერთი ძმა და და ჰყავს. როგორც ერთ-ერთი ინტერვიუდან ირკვევა, მაშო ბიზნესზე სწავლობს, სანდრო ოჯახის სხვა წევრების მსგავსად, მომავალი ექიმია.

 

 

big_banner
არქივი