logo_geo
ლეონარდო დიკაპრიო, რობერტ დე ნირო და მარტინ სკორსეზე ახალ ფილმზე იმუშავებენ
- +

24 აპრილი. 2017. 22:59



მარტინ სკორსეზე, ლეონარდო დიკაპრიო და რობერტ დე ნირო ერთიანდებიან. რეჟისორი მსახიობებს ახალ ფილმში  Killers Of The Flower Moon გადაიღებს, რომელიც ამავე სახელწოდების ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული კრიმინალური რომანის ეკრანიზაცია იქნება.


სიუჟეტი 1920-იან წლებში ვითარდება, როდესაც ოსეჯის ინდიელთა ტომი საკუთარ ტერიტორიაზე ნავთობს აღმოაჩენს და მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები გახდებიან, თუმცა ისინი ნელ-ნელა მისტიურ ვითარებაში უჩინარდებიან. საბოლოო ჯამში ნავთობის აღმოჩენა და მათი გაუჩინარება შეთქმულებად გარდაიქმნა, რომელიც მდიდარ მიწის მესაკუთრეებსა და ნავთობის მომპოვებლებს შორის წარმოიშვა.


აღსანიშნავია, რომ სკორსეზე და ლეონარდო დიკაპრიო კიდევ ერთ პროექტზე მუშაობენ, სახელად ეშმაკი თეთრ ქალაქში.


ფილმი ერიკ ლარსონის წიგნის ადაპტაცია იქნება.


ისტორია 1893 წელს ვითარდება და ორი მამაკაცის, დენიელ ბარნჰემისა და დოქტორ ეიჩ ჰოლმსის ამბავს გვიყვება. დენიელ ბერნჰემი ცნობილი ამერიკელი არქიტექტორია, ეიჩ ჰოლმსი კი - სერიული მკვლელი, რომელიც სპეციალურად აგებულ „მკვლელობის სასახლეში" ადამიანებს ანაწევრებს და სხეულის ნაწილებს სამედიცინო ინსტიტუტებზე ყიდის. ჯერჯერობით უცნობია, რომელ როლს შეასრულებს ლეონარდო.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი