logo_geo
მაკა ცინცაძე: მიჭირს საჯაროდ ამ თემაზე საუბარი - მე და ჩემი მეუღლე ერთად აღარ ვართ!
- +

24 აპრილი. 2017. 23:59


 

„სამწუხაროდ, ასე მოხდა. მე და ჩემმა ყოფილმა მეუღლემ გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ - ერთად აღარ ვართ, ასე ჯობდა", - ამის შესახებ ტელეწამყვანი მაკა ცინცაძე ჟურნალ „თბილისელებთან" საუბრობს.


„მიჭირს საჯაროდ ამ თემაზე საუბარი, თან, პირველად ვამბობ. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. რვა წელი ვიცხოვრეთ ერთად და  გადაწყვეტილებაც ერთ დღეში არ მიგვიღია. ამ ადამიანის მადლობელი ვარ, მისი ძალიან ბევრი თვისების გამო. ამჟამად გვაქვს ჯანსაღი ურთიერთობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვყავს კესო, რომელზეც ვზრუნავ და რომელიც ჩემი ბედნიერებაც არის, მოტივაციაც და ყველაფერიც. კესო ძალიან მაგარი გოგოა. ხუთი წლისაა. ანებივრებენ და ისიც ირგებს..." - განაცხადა მაკა ცინცაძემ. 


 

 

big_banner
არქივი