logo_geo
ნინო მუმლაძე: გამუდმებულმა შიმშილმა დამღუპა!
- +

25 აპრილი. 2017. 01:01



მსახიობმა ნინო მუმლაძემ ჟურნალ „თბილისელებთან" მიცემულ ინტერვიუში ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მუმლაძემ განაცხადა, ბოლო დროს, საგრძნობლად მოიმატა წონაში. მართალია, მას საკუთარი თავი ძალიან გამხდარი არ მოსწონს, მაგრამ ზედმეტი წონის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ახლა კი აქტიურად  ებრძვის ზედმეტ კილოგრამებს.


„თეატრალურში, რომ ვაბარებდი, ნორმალურ წონაზე ვიყავი, დაახლოებით 53 კილო. დიეტის გარეშე შევძელი წონის დაკლება, მაგრამ, რომ ჩავაბარე, მეჩიჩინებოდნენ, რა კარგი სახე გაქვს როგორი ნაკვთები და როლისთვის როგორ ვერ უნდა გახდეო. მოკლედ, შემჭამეს, უნდა იყო თხელი, სიფრიფანა, სახე გაქვს ნაზიო და იმდენად შემაწუხეს, დავიწყე საშინელი დიეტა. ფაქტობრივად, ვშიმშილობდი. არასწორი კვების გამო, გულიც კი წამივიდა. ნივთიერებათა ცვლა კი ისე დამერღვა, დღესაც ამის გამო ვიტანჯები. ახლა, რაც არ უნდა ვიტირო, ვხვდები ძალიან ნელა და თუ ერთი ნაჭერი ხაჭაპური მივირთვი, პლუს ერთი კილოგრამი, ეგრევე მომატებული მაქვს. მოკლედ გამუდმებულმა შიმშილმა დამღუპა" , - ამბობს მუმლაძე.


როგორ ნათია განმარტავს, დიეტებს ვიღაცისგან იგებდა და ისე იცავდა, რამაც შედეგი არ გამოიღო.

 

„ვიღაცისგან ვიგებდი, ასე დავიცავი დიეტა და ამდენი დავიკელიო და მეც ეგრევე ვჯდებოდი. ვიღაცის ორგანიზმზე მორგებულმა და ყურმოკრულმა დიეტებმა, სულ მთლად დამღუპეს. რაც თავი მახსოვს, სულ დიეტაზე ვარ და ჯანმრთელობა დავინგრიე. დავიცავდი დიეტას, დავიკლებდი და როგორც კი თავს ვანებებდი, ოდნავ მოვუმატებდი ჭამას, ორ იმდენს ვიმატებდი.  ისე გავსუქდი, სარკეში აღამ მინდოდა ჩახედვა..." - ამბობს ნინო მუმლაძე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი