logo_geo
ნინი ბადურაშვილი: კარგი ბიჭია, თუმცა სხვა რაღაცებზე არ ვფიქობ, რადგან...
- +

26 აპრილი. 2017. 11:29



ქართველი მომღერალი ნინი ბადურაშვილი და თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი მაისიდან ფილმში ერთად ითამაშებენ. მათ ერთმანეთი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში" გაიცნეს. მურატ ილდირიმი ქართველმა მაყურებელმა თურქული სერიალებიდან შეიყვარა. როგორც ნინი ბადურაშვილი „სარკესთან" ინტერვიუში აღნიშნავს, მურატთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა.

 

„მურატზე ქართველები გიჟდებიან. მასთან ერთად ჯერ არ მითამაშია, მაგრამ ძალიან სასიამოვნო ადამიანია. მას ძალიან კარგი, დადებითი აურა აქვს, ძალიან კარგი ბიჭია, თუმცა სხვა რაღაცებზე არ ვფიქრობ, რადგან ის დაქორწინებულია. სანამ დაქორწინდებოდა, მანამდე გავიცანი, მაგრამ სხვა არაფერი ყოფილა. როგორც ვიცი, ბავშვსაც ელოდება და ძალიან მიხარია", - ამბობს ნინი ბადურაშვილი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი