logo_geo
ბიონსე პირველი შავკანიანი ქალი გახდა, ვინც Tiffany-ს $30 მილიონად შეფასებული ბრილიანტი მოირგო
- +

24 აგვისტო. 2021. 00:48

 

 

მომღერალი ბიონსე ქმართან Jay-Z-სთან ერთად საიუველირო სახლის Tiffany რეკლამაში გადაიღეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მომღერალს შავი კაბა ეცვა და Tiffany-ს ლეგენდარული კოლიე ეკეთა, 128-კარატიანი ყვითელი ბრილიანტით. ქვა კომპანიის დამფუძნებელმა, ჩარლზ ტიფანიმ 140 წლის წინ, სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინა. მას შემდეგ კოლიე მხოლოდ 3 ქალს ეკეთა - აქტივის მერი უაითჰაუსს, მსახიობ ოდრი ჰეპბერნეს და მომღერალ ლედი გაგას. ამასთან ბიონსე პირველი შავკანიანი ქალია, ვინც ბრილიანტი მოირგო.

 

ბრილიანტის ფასი 30 მილიონი დოლარია.

 

 

 

big_banner
არქივი