logo_geo
მედია: ილონ მასკი და გრაიმსი შორდებიან
- +

25 სექტემბერი. 2021. 02:24

 

 

„Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი და მომღერალი გრაიმსი შორდებიან“, - ამის შესახებ the sun Page Six-ზე დაყრდნობით წერს.

 

მასკი გამოცემასთან ინტერვიუში აზუსტებს, რომ გრაიმსთან დაშორების პროცესშია.

 

„Tesla-სა და SpaceX-ში მუშაობის გამო, იძულებული ვარ ვიყო ტეხასში ან ვიმოგზაურო საზღვარგარეთ. მას კი სამსახური ძირითადად ლოს-ანჯელესში აქვს“, - აცხადებს მასკი.

 

მისი თქმით, გრაიმსთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, მათ ერთმანეთი ისევ უყვართ. ამასთან, საერთო შვილი ახლა მათთან იმყოფება.

 

ილონ მასკსა და გრაიმსს ვაჟი 2020 წლის 5 მაისს შეეძინათ. ჩვილს მშობლებმა სახელად X Æ A-12 შეურჩიეს.

 

ილონ მასკს ყოფილი ქორწინებიდან 5 შვილი ჰყავს. ამერიკელი ბიზნესმენი კანადელ მომღერალს 2018 წლის გაზაფხულიდან ხვდებოდა.

 

 

big_banner
არქივი