გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი მსახიობი ნატა გულიაშვილი იყო, რომელმაც ეთერი სკანდალური და ხმაურიანი სიმართლით დაიწყო და განაცხადა, რომ შორენა ბეგაშვილი მას ბაძავს.
„მე და შორენა დიდი ხანია ვმეგობრობთ, 4 წელი ვიყავით მეზობლები და ძალიან ვმეგობრობდით. ერთხელ წვეულებაზე ვიყავით და ერთმა გოგომ მითხრა, ალბათ შორენამ შენი ფოტო მიუტანა კუზანოვსო“, - ამბობს ნატა გულიაშვილი გადაცემაში.
შორენა ბეგაშვილი მსახიობის ამ სკანდალურ განცხადებას ეხმაურება და ნატას ფოტოს აქვეყნებს წარწერით: „როდემდე ვითმინო“.