logo_geo
ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლიზე: არ მინდა რომ მძულდეს...
- +

4 მაისი. 2017. 21:35



ცოტა ხნის წინ, ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი დაშორდნენ, მაგრამ სასამაღტლო პროცესი გაყრასთან დაკავშირებიტ ჯერ კიდევ მიმდინარეობს. დაშორების შესახებ კომენტარი აქამდე, მხოლოდ ანჯელინამ გააკეთა. ახლა, კი სასამართლოს მიწურულს ბრედ პიტმაც გადაწყვიტა მათ ურთიერთობაზე საუბარი:


„ჩემი უპირველესი სურვილი ამ ურთიერთობის შენარჩუნება იყო, თუმცა მერე ცნობილი ფრაზა გამახსენდა: „თუ გიყვარს-გაუშვი". ახლა ვიცი ეს რასაც ნიშნავს. ეს ნიშნავს გიყვარდეს და არაფერს ელოდო სამაგიეროდ", - განაცხადა პიტმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მისი თქმით, ყველაზე რთული მომენტი ბავშვებისთვის ზიანის მიყენების გამოძიება იყო.

 

„ამ სიტუაციამ ხაფანგში მომახვედრა და ხელ-ფეხი შემიკრა. მაგრამ საბოლოოდ მაინც შევძელით ერთად მუშაობა. რაც შესაძლებელია, ორივე ყველაფერს ვაკეთებთ. ერთმა ადვოკატმა თქვა: „ვერავინ იგებს სასამართლოზე, აქ უკვე ისაა გადამწყვეტი ვინ ზიანდება უფრო ნაკლებად."როგორც ჩანს ეს მართალია. მთელი წელი იმაზე ხარ მობილიზებული, რომ დაამტკიცო შენი სიმართლე და ოპონენტის დანაშაული. მაგრამ ეს მხოლოდ სიძულვილისთვის გაღებული მცირე ინვესტიციაა. მე მასზე უარი ვთქვი. საბედნიეროდ, ჩემმა ყოფილმა ცოლმაც. ეს ხომ ბავშვებისთვის ძალიან მტკივნეულია-როცა ოჯახი ინგრევა", - აღნიშნა პიტმა.

 

 

„არ მინდა რომ მძულდეს, ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ, მყავს ოჯახი და ყველა საქმეს ვაგვარებ. არალეგალურს არაფერს ვაკეთებ, არავის ვეღობები გზაზე", - დასძენს პიტი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი