logo_geo
ალექსანდრა პაიჭაძე: კოდუა ცოლმა დაჭრა...
- +

23 ოქტომბერი. 2021. 00:05

 

 

 

ალექსანდრა პაიჭაძე დათო კოდუას და მისი მეუღლის ნათია გედევანიშვილის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

 

მას შემდეგ, რაც მოდელმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრა პაიჭაძემ სოციალურ ქსელში მისი და დათო კოდუას რომანის შესახებ ფოტოები გამოაქვეყნა, მოდელისა და ტელეწამყვანის გარშემო სკანდალი არ ნელდება.

 

სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ კუკუნაშვილმა ალექსანდრა პაიჭაძის გამოქვეყნებული ფოტოების სქრინები ატვირთა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე და მასთან დაკავშირებით საჯარო პოსტიც დაწერა, რომელშიც მას მიმართავდა, დათო კოდუას კი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა. კუკუნაშვილის აზრით, ტელეწამყვანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ამ ფოტოს ადრესატი კოდუას ყოფილი ცოლია.

 

სტატუსის გამოქვეყნებიდან მალევე მარიამ კუკუნაშვილს პოსტის კომენტარებში ალექსანდრა პაიჭაძემ უპასუხა და მათ შორის საკმაოდ მძიმე დიალოგი გაიმართა. როგორც პაიჭაძე წერს,

 

„არავინ იცის რეებს კადრულობს კოდუას მეუღლე და ერთი სქრინით შეუძლია მოატრიალოს მთელი პროცესი, მაგრამ არ იკადრებს ქალური სოლიდარობის გამო“.

 

 

„ოჯახის ერთობაზე და სიყვარულზე, გთხოვ, ნუ ლაპარაკობთ. მე-9 თვეში ვარ, ეს სტრესი, რაც მე ახლა მომაყენეთ, ენით აღუწერელია, თან ქალებმა, რომლებმაც არ იცით. ესპანეთს რაც შეეხება, დათომ თავისი სულგრძელობით ყოფილ მეუღლეს ბინა შეუძინა, და არც მას მერე წაართვა, რაც იმან დაჭრა და ციხისთვის გაიმეტა. მე ვთხოვე შეენარჩუნებინა მისთვის ბინა, ხოდა ამიტომაც ურემონტებს და უვლის ბინას და უკარგესი კაცია“, – წერს ალექსანდრა.

 

მისი თქმით, კოდუას და ნათია გედევანიშვილს ერთმანეთი არ უყვართ უკვე რამდენიმე წელია. ალექსანდრა პაიჭაძე და დათო კოდუა პირველ საერთო შვილს ნოემბრის დასაწყისში ელოდებიან.

 

კოდუა ბევრი წელია ნათია გედევანიშვილზეა დაქორწინებული, ჰყავს ოთხი შვილი და, როგორც მისი მეუღლის სოციალური ქსელის აქტივობებიდან ჩანს, ამ ზაფხულს ერთადაც იმყოფებოდნენ დასასვენებლად ესპანეთში.

 

დავით კოდუა მედიის ყურადღების ქვეშ აპრილში მოექცა, როდესაც ის მეუღლეზე და შვილზე ფიზიკური ძალადობისთვის დააკავეს. კუდ-ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას ძმა, ცოლსა და შვილზე ძალადობაში ბრალდებული ბიზნესმენი დავით კოდუა 10.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. არსებული ინფორმაციით, აღკვეთის შეცვლის საფუძველი კოდუას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა გახდა. ბრალდებულს ავსტრიაში ოპერაცია უნდა ჩატარებოდა.

 

მოგვიანებით ნათია გედევანიშვილმა მეუღლის მხრიდან ძალადობაც უარყო და განაცხადა, რომ მეუღლეს არ უცემია და თვალი სავარძელს მიარტყა. ძალადობის ფაქტს უარყოფს დავით კოდუას შვილიც.

 

 

 

big_banner
არქივი