logo_geo
გოჩა ჩერტკოევი: თავიდან ამერიკაში რომ ჩავედით, მშივრები ვიყავით...
- +

25 ნოემბერი. 2021. 18:45

 

მოცეკვავე, პროდიუსერი და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის წევრი გოჩა ჩერტკოევი გიორგი გაბუნიას იუმორისტულ შოუს სტუმრობდა და საკუთარ ამერიკულ ცხოვრებაზე ვრცლად ისაუბრა.

 

გოჩამ აღნიშნა, რომ საწყის ეტაპზე, როდესაც აშშ-ში ჩავიდა საცხოვრებლად, ძალიან მწირი შემოსავალი ჰქონდა და გადასახადების გადახდის შემდეგ კვირაში მხოლოდ 5-10 დოლარი რჩებოდა, რაც ნორმალურად გამოსაკვებად საკმარისი არ იყო. მშივრები ვიყავით, მაგრამ სამაგიეროდ გამხდრები და კარგად გამოვიყურებოდით ცეკვისას, – აღნიშნა ჩერტკოევმა.

 

საქართველოში რომ ვესაუბრები ხალხს, ახალგაზრდებს და ყურებჩამოყრილები არიან, ისეთი რაღაცები გამოვიარე, მე თუ არ ვწუწუნებ, შენ რა გაწუწუნებს? გულწრფელად ვამბობ ამას. 5-10 დოლარი კი გვრჩებოდა კვირაში, მაგრამ ეს ჩემი და შორენას ცხოვრებაში მაინც ფანტასტიკური პერიოდი იყო. წინ უნდა იყურო და არ იწუწუნო, – ამბობს ქორეოგრაფი.

 

 

 

big_banner
არქივი