logo_geo
მედია: დედოფალი ელისაბედი მხოლოდ ორი ადამიანის ზარებს პასუხობს
- +

28 ნოემბერი. 2021. 13:36

 

 

„გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედი მხოლოდ ორი ადამიანისგან შემავალ სატელეფონო ზარებს პასუხობს,“ - ამის შესახებ Fox News-ი სამეფო ექსპერტის, ჯონათან საკერდოტის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

 

როგორც ირკვევა, მონარქთან ყოველგვარი წინაღობის გარეშე დარეკვა მხოლოდ ქალიშვილს, პრინცესა ანასა და ცხენებისა და დოღის საკითხებში სამეფო კარის მენეჯერს, ჯონ უორენს შეუძლიათ.

 

საკერდოტი ასევე ამბობს, რომ მონარქს Samsung-ის ტელეფონი აქვს, რომელიც დაცულია ჰაკერების თავდასხმისგან.

 

 

big_banner
არქივი