logo_geo
„Zara“-ს დამფუძნებლის ქალიშვილი „Inditex“-ის ხელმძღვანელი გახდა
- +

30 ნოემბერი. 2021. 17:04

 

 

„Inditex“-ის თავმჯდომარედ „Zara“-ს დამფუძნებლის ქალიშვილი მარტა ორტეგა დაინიშნა. მოდის გიგანტ „Inditex“-ს შვილობილ კომპანიათა ჩამონათვალშია თავად „Zara“ და „Massimo Dutti“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

ორტეგა პაბლო ისლას ჩაანაცვლებს, რომელმაც „Inditex“-ის თავმჯდომარის პოზიცია 2011 წელს ჩაიბარა. ორტეგამ კარიერა „High Street“-ისა და „Bershka“-ს ასისტენტობით დაიწყო.

 

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემს ცხოვრებას მშობლების მემკვიდრეობის აღმშენებლობას მივუძღვნიდი. ამ კომპანიით ვცხოვრობდი და ვსულდგმულობდი ბავშვობიდან. 15 წლის განმავლობაში, ვსწავლობდი ყველა დიდი პროფესიონალისგან, ვისთანაც კი მიმუშავია“, - ამბობს 37 წლის მარტა ორტეგა.

 

ამანსიო ორტეგამ „Inditex“ 1975 წელს, მეუღლესთან ერთად, ესპანეთში დააარსა.

 

 

big_banner
არქივი