logo_geo
„სექსი დიდ ქალაქში“-ს „სამანტამ“ შეიძლება „ემილი პარიზში“ ამოყოს თავი
- +

1 იანვარი. 2022. 15:14

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჭორი, რომ „სექსი დიდ ქალაქში“ ვარსკვლავი კიმ კატრალი შესაძლოა Netflix-ის „ემილი პარიზში“ მესამე სეზონს შეუერთდეს. სერიალები, "ემილი პარიზში" და "სექსი დიდ ქალაქში" პროდიუსერმა დარენ სტარიმ შექმნა, რაც თაყვანისმცემლებს, ამ ორი სერიალის პერსონაჟების გადაკვეთაზე ფიქროს რეალურ სააფუძველს იძლევა.. ცნობილია, რომ კატრალმა დატოვა სერიალლი „ სექსი დიდ ქალაქში“-ს გაგრძელება - მის ყოფილ კოლეგასთან უთანხმოების გამო. თუმცა მსახიობს შეიძლება მაინც სურდეს გააცოცხლოს თავისი დაუბრკოლებელი და სექსით შეპყრობილი პერსონაჟი სამანტა ჯონსი - და „ემილი პარიზში“-მ შესაძლოა ამის იდეალური გარემო შესთავაზოს. თაყვანისმცემლების აზრით, სამანტა, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობდა, შესაძლოა "ემილი პარიზში" მთავარი გმირის ბოსის როლში მოგვევლინოს. "ძალიან ქაოტური და საინტერესო იქნებოდა, თუ დარენ სტარმა მომავალ სეზონში კიმ კატროლი დაიქირავა ემილის უფროსად, სახელად სამანტა", - წერს ერთ-ერთი ფანი. „ემილი ალფის შემდეგ ლონდონში გადადის და ახალ თანამდებობაზე აღმოჩნდება, მუშაობს სამანტა ჯონსის პიარ კომპანიაში“, – შესთავაზა რეჟისორს ერთ-ერთმა ფანმა ინსტაგრამზე. თავად კიმ კატრალმა ჯერ არ უპასუხა ჭორებს, თუმცა ცოტა ხნის წინ მან გააჟღერა სერიალის მსახიობებთან გადაკვეთის შესაძლებლობა. სექტემბერში მსახიობმა ფოტო გააზიარა პატრიცია ფილდთან, რომელიც ამჟამად პარიზში ემილის კოსტიუმების დიზაინერია.

 

 

 

big_banner
არქივი