logo_geo
დევიდ ბექჰემმა იახტა იყიდა და საოჯახო მოგზაურობაში წავიდა
- +

10 იანვარი. 2022. 12:02

 

 

არც ისე დიდი ხნის წინ ცნობილმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა აისრულა დიდი ხნის ოცნება და მდიდრული საჩუქრით გაახარა ოჯახის წევრები. ახალ გემზე პირველ საზღვაო მოგზაურობაში ის ოჯახთან ერთად გაემგზავრა.

 

დევიდმა გასეირნების სურათები ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გააზიარა. ფეხბურთელი მეუღლესთან, ვიქტორია ბექჰემთან ერთად კრუიზზე გაემგზავრა. მათთან ერთად ისვენებდა მათი უმცროსი ვაჟი კრუზიც. ცნობილია, რომ ოჯახი ახლა მაიამიში იმყოფება, რათა დრო გაატაროს ფეხბურთელის მეუღლის მშობლებთან - ენტონისთან და ჯეკისთან.

 

„მან შეათვალიერა რამდენიმე იახტა და საკუთარი თავის განებივრება გადაწყვიტა. დევიდი აქტიურად იყო ჩართული გემის პროექტის შემუშავებაში, ის საოცრად ერკვევა ყველაფერში. ეს არ არის ოლიგარქიული სტილის სუპერ-იახტა, მაგრამ მაინც საკმაოდ ძვირფასია ნებისმიერი იახტასთან შედარებით“, - თქვა ინსაიდერმა.

 

 

big_banner
არქივი