logo_geo
სტილის კრიტიკა: „ეშმაკი ატარებს პრადას“
- +

14 იანვარი. 2022. 15:41

 

 

ალბათ, გიყვართ ფილმი „ეშმაკი ატარებს პრადას“, რომელიც მოდის სამყაროს ეხება და საყვარელი გოგონას, ენდის თავგადასავალზე მოგვითხრობს. ფილმში აქცენტი კოსტიუმებზეა და იმ ტენდენციებზე, რომელიც ფილმის გამოსვლის დროს აქტუალური იყო. როგორც ამბობენ, მერილ სტრიპი ლეგენდარულ ანა ვინტურის განასახიერებს. შეეფერება თუ არა კოსტიუმები ფილმს, რომელიც მოდის სამყაროზეა და რამდენად გემოვნებითაა აწყობილი ლუქები, ან რა შეცდომა დაუშვეს კოსტიუმების დიზაინერებმა კრიტიკოსების აზრს მოგახსენებთ:

 

ენდის ზამთრის თეთრი პალტო

 

ლამაზი! უბრალო და ელეგანტური, მაგრამ მაინც თავისი უნიკალური სტილით.

 

 

ენდის შავ-თეთრი კაბა

 

ეს კაბა სრულიად მიმზიდველია თავისი კონტრასტული მანჟეტებით და საყელოთი. ათი წლის შემდეგაც ეფექტური იქნება, განსაკუთრებით ენდის ვარცხნილობით და მინიმალური სამკაულებით.

 

 

 

ენდის კეპი და სამკაულები

 

ეს არის ერთ-ერთი იმ სახიფათო სტილი, რომელიც სარისკოა. საბედნიეროდ, ეს ფილმია. ეს ყელსაბამებიც სახალისოს ხდის ჩაცმულობას. და ეს ქუდი რომელიც მოგვაგონებს 2006 წელს.

 

 

ენდის „სერიოზული ჟურნალისტის“ სამოსი

 

ცხადია, ენდიმ მოახერხა „Runway“-ში ყოფნის დროს რაღაცის ათვისება. ეს სტილი ვერ მოხვდება საუკეთესოდ ჩაცმულთა სიაში, მაგრამ მაინც საყვარელია და ნახტომია იმ ადგილიდან, სადაც ის იყო ფილმის დასაწყისში.

 

 

მირანდას კოსტიუმი

 

მას არ სჭირდება ის ყელსაბამი, როცა კოსტიუმს ამდენი რამ აქვს. ეს საყურეები თითქოს ბაზრის კიოსკში იყიდა, რაც კარგია ენდისთვის, მაგრამ არა მირანდა პრისტლისთვის.

 

 

 

big_banner
არქივი