logo_geo
როგორ აღნიშნა ქეით მოსმა იუბილე
- +

17 იანვარი. 2022. 18:10

 

 

16 იანვარს ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოდელი ქეით მოსი 48 წლის გახდა. ცნობილმა მოდელმა თანამშრომლობა ათეულობით ყველაზე საკულტო მოდის სახლთან მოახერხა, გამოჩნდა ასობით მოდის ჟურნლის გარეკანზე, გამოჩნდა ათ მუსიკალურ ვიდეოში, გამოუშვა ფოტო წიგნი, გამოუშვა საკუთარი საქონელი. იმუშავ ბრენდებისთვის, Topshop, Longchamp და Equipment-ისთვის და Rimmel-ის კოსმეტიკური ხაზისთვის. გარდა ამისა, სუპერმოდელი ცნობილია ხმაურიანი წვეულებების სიყვარულით და მისი დაბადების დღის საპატივცემულოდ წვეულებები დიდი ხანია გახდა სასუბრო თემა. თუმცა, წელს, გართობის დედოფალმა ჩვევების შეცვლა გადაწყვიტა.

 

მან დაბადების დღის უახლოეს ადამიანებთან ერთად აღნიშნა. 16 იანვარს პაპარაცებმა ტოპ მოდელი ლონდონში სკოტის ზღვის პროდუქტების რესტორანთან შენიშნეს. მას თან ახლდა მისი მეგობარი ბიჭი, 35 წლის გერმანელი გრაფი ნიკოლაი ფონ ბისმარკი და 19 წლის ქალიშვილი ლილა, რომელიც, სხვათა შორის, დედის კვალს გაჰყვა და მოდელი გახდა.

 

 

big_banner
არქივი