logo_geo
სუპერმოდელი ბელა ჰადიდი ისევ საუბრობს მენტალურ პრობლემებსა და დეპრესიაზე
- +

18 იანვარი. 2022. 15:52

 

 

ბელა ჰადიდმა 2021 წლის ნოემბერში პირველად აღიარა, რომ დეპრესიული აშლილობა აწუხებდა. შემდეგ მოდელმა განმარტა, რომ დროდადრო შფოთვას განიცდის და ზოგჯერ რამდენიმე დღე სახლს არ ტოვებს. სურათები, რომელსაც ის სოციალურ ქსელებში ავრცელებდა, ჰადიდის თქმით, საერთოდ არ შეესაბამებოდა მის რეალურ გრძნობას. „ასეთ შფოთვას, როგორც ჩანს, ყველა განიცდის, მაგრამ ცდილობენ დამალონ. ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი ნაკლოვანებებით, დაუცველობის გრძნობით, განვიცდით სიხარულს და ბედნიერებას და ვიღებთ ამ ყველაფერს, როგორც რაღაც ლამაზს და ბუნებრივ. უკვე რამდენიმე წელია, ამას ყოველდღე და ყოველ ღამე განვიცდი“, - წერდა მაშინ ბელა.

 

ახლა, გულწრფელი აღიარებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მოდელმა და გავლენიანმა ინფლუენსერმაა ფსიქიკურ პრობლემებზე ჟურნალისტებთანაც ისაუბრა. ჟურნალ WSJ-სთვის მიცემულ ინტერვიუში მოდელმა თქვა, რომ ორი წელია მუდმივ შფოთვას განიცდიდა, სანამ პაპარაცებთან პირისპირ არ აღმოჩნდა. ბელას ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მას აქვს სამსახიობო ნიჭი, რადგან ოსტატურად ნიღბავს ფსიქიკურ არასტაბილურობას ღიმილს მიღმა.

 

იმავე აღიარებითი პოსტის დაბრუნების შემდეგ, ჰადიდმა ნათლად აჩვენა, რომ მას აღარ შეეძლო დამალვა, რომ კარგად იყო: „მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ლამაზად გამოიყურება ინსტაგრამზე, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ყველანი ერთი და იგივე ქსოვილისგან ვართ დამზადებული. ვგრძნობდი, რომ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა სიმართლე მეთქვა. რაღაც მომენტში, მე უბრალოდ აღარ შემეძლო ლამაზი სურათების გამოქვეყნება. ” მაშინ საყვარელ მოდელს ბევრმა მიმდევარმა დაუჭირა მხარი.

 

ახლა ბელას ფსიქიკური მდგომარეობა, მისივე სიტყვებით, შესამჩნევად უკეთესი გახდა, მაგრამ მაინც შორს არის იდეალურისგან: „კარგი დღეები მაქვს. ტვინიდან ნისლი იწმინდება და თავს ზედმეტად არ ვგრძნობ. ახლა ისეთი შფოთვა არ მაქვს, როგორც ყოველთვის. მაგრამ ხვალ შემიძლია გავიღვიძო და ყველაფერი სხვაგვარად იყოს. იმის გაცნობიერება, რომ ბევრი ადამიანი განიცდის იგივეს, თავს უკეთესად მაგრძნოობინებს“.

 

 

big_banner
არქივი