logo_geo
ბელა ჰადიდი უარს აცხადებს სტილისტების მომსახურებაზე
- +

19 იანვარი. 2022. 17:16

 

 

ვარსკვლავები ხშირად იყენებენ სტილისტების მომსახურებებს, როდესაც საქმე ეხება წითელი ხალიჩისთვის სამოსის არჩევას. თუმცა, ყველას არ სჭირდება პროფესიონალური დახმარება. ბელა ჰადიდმა, ჟურნალ „WSJ“-თან ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ მუშაობს სტილისტებთან.

 

ბელამ აღნიშნა, რომ რამდენიმე წელია სამოსს დამოუკიდებლად ირჩევს.

 

„დიდი ხანია, ალბათ ორი წელია, სტილისტი არ მყოლია. ფსიქოლოგიურად, ისეთ უცნაურ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ძალიან გამიჭირდა სახლიდან გასვლა და ტანსაცმლის არჩევა, განსაკუთრებით იმ შფოთვის გამო, რომ (პაპარაცები) გარეთ იყვნენ. შარშან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, რომ მაშინაც კი, თუ ხალხი საუბრობს ჩემს ჩაცმულობაზე, მოსწონთ თუ არა, ამას მნიშვნელობა არ უნდაა ჰქონდეს, რადგან ეს ჩემი სტილია“, - თქვა ჰადიდმა.

 

ბელა ხშირად ავლენს თავის უნიკალურ გემოვნებას. მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის ცდილობს დაიცვას მოდის ტენდენციები, მისი სიყვარული 90-იანი წლებისადმი უცვლელი რჩება. ცოტა ხნის წინ მოდელი ღია ზურგითა და ლეოპარდის პრინტინი ჩანთით გამოჩნდა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი