logo_geo
მომღერალმა Sia-მ განაცხადა, რომ სარეაბილიტაციო კლინიკაში მკურნალობის კურსი გაიარა
- +

21 იანვარი. 2022. 13:45

 

 

რამდენიმე დღის წინ Sia-მ პირველად განაცხადა „The New York Times“-თან ინტერვიუში, რომ ძალიან განიცდიდა და მძიმედ იღებდა სიძულვილის ენას - მან თვითმკვლელობაც კი სცადა და სარებილიტაციო კლინიკაშიც კი გაიარა მკურნალობის კურსი: „მე სუიციდი ვცადე, შემდეგ იყო რეციდივი. ვცდილობდი, დავემშვიდობო სიცოცხლეს, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო ცენტრში გავიარე მკურნალობა“.

 

მომღერალმა ასევე მადლობა გადაუხადა თავის ახლო მეგობარს, ტელეწამყვან კეტი გრიფინს, რომელიც მას რთულ პერიოდში დაუჭირა მხარი. „მან გაადაარჩინა ჩემი სიცოცხლე“, - განაცხადა სიამ.

 

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიელმა მომღერალმა Sia-მ, 2020 წელს სიმღერა „Together“-ის ახალი ვიდეო გამოუშვა. ეს არის პირველი თიზერი ფილმისთვის „მუსიკა“, რომლის რეჟისორიც თავად მომღერალია. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს მოცეკვავე მედი ზიგლერი ასრულებს, რომელიც ხშირად ჩნდება სიას ვიდეოებში.

 

ფილმი „მუსიკა“ Sia-ს სარეჟისორო დებიუტია. მედისთან ერთად, მასში მონაწილეობენ ქეით ჰადსონი და ლესლი ოდომ უმცროსი. ფილმი მოგვითხრობს გოგონაზე, რომელმაც დაძლია წინააღმდეგობები და ცხოვრების ნულიდან დასაწყებად ემზადება. ის უნდა გახდეს თავისი აუტისტი დის, სახელად მუსიკის, მეურვე.

 

ამ ისტორიამ, Sia-ს ორი მნიშვნელოვანი თემა გააერთიანა: თვითგამოხატვის აუცილებლობა და აზრები „ოჯახის“ კონცეფციაზე. სიუჟეტი ეფუძნება Sia-ს მოთხრობას, რომელიც 2007 წელს დაწერა. მომღერალმა, ფილმის სცენარზე, საბავშვო წიგნების ავტორ,დალას კლეიტონთან ერთად იმუშავა.

 

მთავარი როლის შემსრულებელთან, ახალგაზრდა მოცეკვავე მედი ზიგლერთან, Sia ხუთ წელზე მეტია თანამშრომლობს. ყველაფერი 2014 წელს დაიწყო სიმღერა „Chandelier“-ის ვიდეოკლიპით. მასში მონაწილეობამ რადიკალურად შეცვალა თავად მედის და Sia-ს ცხოვრება. ამ თანამშრომლობამ მსოფლიოს აჩუქა ვიდეო, რომლის რეჟისორიც თავად Sia-ა. ვიდეოს აქვს ორ მილიარდზე მეტი ნახვა YouTube-ზე და მოიგო MTV Video Music Awards საუკეთესო ქორეოგრაფიის ნომინაციაში.

„Chandelier“-ის წარმატების შემდეგ, გამოვიდა კიდევ ერთი გამორჩეული ვიდეო „Elastic Heart“. მედისთან ერთად ვიდეოში მსახიობმა შაია ლაბაფმა ითამაშა. კლიპი ბევრმა გააკრიტიკა, გმირებს შორის ასაკობრივი სხვაობის გამო, მასში გამომწვევი მინიშნებები დაინახეს. Sia-ს გულშემატკივრებისთვის ბოდიშის მოხდაც კი მოუწია.

 

 

ბევრმა გულშემატკივარმა კლიპი მიიჩნია, როგორც Sia-ს მამასთან ურთიერთობის მეტაფორა. ის ასევე მუსიკოსი იყო და ორივეს აწუხებდა ფსიქიკური პრობლემები, როგორც მრავალ შემოქმედებით ადამიანს.

 

2016 წელს Sia-მ გამოუშვა „The Greatest“. კლიპი აგრძელებს პირველი ორი ნამუშევრის სტილისტურ ტრადიციებს. მედი, თავის ცნობილ პარიკში, ისევ ცარიელ ბინაშია. გადაღებისთვის, Sia-მ მოიყვანა მოცეკვავეების მთელი ჯგუფი, რომლებიც ავსებენ მედის ცეკვას და ქმნიან ემოციურ აფეთქებას.

 

მედი, Sia-სთან ერთად, ბევრ „ლაივ“ სპექტაკლში გამოჩნდა, მათ შორის სატელევიზიო შოუში. 2016 წელს, გამოვიდა სიმღერის „Cheap Thrills“ საშემსრულებლო ვერსია, რომელშიც მედი ორ სხვა მოცეკვავესთან ერთად გამოვიდა.

 

2019 წელს, ჯიმი ფელონის შოუში, მედიმ Sia მოიხსენია როგორც ნათლია და მომღერალთან თბილ ურთიერთობაზე ისაუბრა. სია ყოველთვის მხარს უჭერდა მედის და მას მისცა მრავალი ცხოვრებისეული გაკვეთილი. ძალიან ხშირად, როცა მედი და სია დროს ერთად ატარებენ საზოგადოებრივ ადგილებში, თაყვანისმცემლები მომღერალს მოცეკვავის დედად იხსენიებენ. მე-16 დაბადების დღეზე, მედის, სიამ მანქანა აჩუქა და მისი ერთ-ერთი უახლოესი ადამიანი უწოდა.

 

 

big_banner
არქივი