logo_geo
ადელის საიდუმლო დიეტა: როგორ დაიკლო მომღერალმა 45 კილოგრამი
- +

21 იანვარი. 2022. 14:01

 

 

გასაოცარია, მაგრამ ფაქტია - ბოლო ორი წლის განმავლობაში ადელმა 45 კილოგრამის დაკლება მოახერხა. ახლა ის არ ერიდება თამამ სამოსს და გულშემატკივრებსაც ბევრი ფოტოთი ანებივრებს. თუმცა, თაყვანისმცემლები ზოგჯერ ვერ სცნობენ, რადგან მათი თქმით, ადელი ახლა ფანტასტიკურად გამოიყურება და ძალიან შეცვლილია.

 

თავად ადელი არ ამხელს წონის დაკლების საიდუმლოს, მაგრამ მასთან დაახლოებულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ ამაში მას ფიტნეს ტრენერი კამილა გუდისიც დაეხმარა. მწვრთნელმა მომღერალთან მუშაობის შესახებ ტაბლოიდ Goodies Exclusive-ს განუცხადა: „მე მას ნამდვილად ვავარჯიშებდი. სასაცილო ის არის, რომ წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო ადელი. ვარჯიშიდან რომ წავიდა, მაშინ გავიფიქრე, ცოტათი ჰგავს ადელს-თქო“.

 

 

მწვრთნელი ასევე ამბობს იმასაც, რომ მომღერალი არ გიჟდება ვარჯიშსა და ფიზიკურ დატვირთვაზე, წონის შენარჩუნებაში კი მორგებული დიეტა Sirtfood Diet ეხმარება, რომლის მთავარი საფუძველი, შაქრის მინიმუმამდე შემცირება და კალორიების კონტროლია.

 

 

big_banner
არქივი