logo_geo
ანჯელინა ჯოლისა და The Weeknd-ის რომანის ახალი დეტალები
- +

24 იანვარი. 2022. 13:46

 

ამერიკული „ELLE“-ის ინსაიდერებმა მსოფლიო ვარსკვლავებს შორის ურთიერთობის სტატუსი განმარტეს

 

ანჯელინა ჯოლი და The Weeknd პირველად ერთად 2021 წლის ივლისში შენიშნეს. მას შემდეგ თაყვანისმცემლები გამადიდებელი შუშით სწავლობდნენ მუსიკოსის ლექსებს და ეძებენ ნიშნებს, რომ ჯოლი მისი ახალი სიყვარული გახდა. და იყო მრავალი მინიშნება. თუ გახსოვთ, არტისტის ახალ ალბომში - „Dawn FM“ არის შესაბამისი მინიშნებები, როგორიცაა სტრიქონი სიმღერიდან „ჩემი ახალი გოგო, ის კინოს ვარსკვლავია“.

 

ამერიკული „ELLE“-ის თქმით, თაყვანისმცემლების ვარაუდები შორს არ არის სიმართლისგან, რადგან The Weeknd მსახიობს ნამდვილად მიიჩნევს მის ცხოვრებაში „მთავარ მუზად“. ინსაიდერმა თქვა, რომ ამ მეგობრებს „უფრო მეტი აქვთ საერთო, ვიდრე შეიძლება ხალხს ეგონოს“. მაგრამ მათი კავშირი, სავარაუდოდ, არ არის რომანტიული, არამედ უბრალოდ შთამაგონებელიაა - როგორც მუზის და მხატვრის.

 

„ანჯელინასა და The Weeknd-ს რამდენიმე პაემანი ჰქონდათ, მაგრამ მათ შორის რომანტიული არაფერი ხდება - ყოველ შემთხვევაში ასე ეუბნებიან მეგობრებს“, - თქვა საიდუმლო წყარომ. მუსიკოსმა თავიდან დაიწყო მსახიობთან ურთიერთობა, რადგან მისი შვილები მისი დიდი გულშემატკივრები არიან, მაგრამ ეს სწრაფად გახდა რაღაც უფრო მეტი. ბავშვებისთვის ძალიან მაგარია, რომ მათ დედას და The Weeknd-ს აქვთ რაღაც სახის კავშირი.

 

 

big_banner
არქივი