logo_geo
„Chanel ss2022“-ს შოუ ცხენზე ამხედრებულმა მონაკოს პრინცესამ, შარლოტა კაზირაგიმ გახსნა
- +

26 იანვარი. 2022. 12:04

 

„Chanel“-მა 2022 წლის 25 იანვარს, გრანდ-პალეში, შამპ-დე-მარსზე, გაზაფხული-ზაფხულის მაღალის მოდის შოუ წარადგინა.

 

„Chanel“-ის ჩვენება შარლოტა კაზირაგიმ - მონაკოს პრინცესამ და გრეის კელის შვილიშვილმა გახსნა, ის ცხენზე ამხედრებული გამოჩნდა და ეცვა კლასიკური ტვიდის ქურთუკი საცხენოსნო აქსესუარებთან ერთად.

 

Couture კოლექცია მხატვარ ქსავიე ვეიანთნ თანამშრომლობის შედეგია. შოუს ცხენებით გახსნა მისი იდეა იყო. „მისი მხატვრული სამყარო სავსეა ცხენებით და შარლოტა არის წარმატებული მხედარი“, - განმარტავს ვირჯინი ვიარდი.

 

 

მოდის სახლის კრეატიულ დირექტორს ქსავიესთან მუშაობა დიდი ხნის სურვილი იყო. შანელისთვის მან შექმნა 1920-იანი და 1930-იანი წლების კონსტრუქტივიზმით შთაგონებული ნაკრები. „ამ გეომეტრიულმა ფორმებმა მაიძულა კონტრასტებისკენ, სიმსუბუქისა და სიახლისკენ: ჰაეროვანი კაბები, რომლებიც ჰაერში ცურავს, უამრავი ფუნჯი, ფარდები, მაკრამე, კაშკაშა მაქმანი, მოლურჯო ტვიდი, მრავალფერადი ღილები ძვირფასი ქვებით“, - ამბობს ვირჯინი.

 

კოლექცია შეიქმნა „ შანელის“ ხელოსნებთნ ერთად, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან ქარგვაში. ვირჯინის საყვარელი ნივთი არის ლეზაჟის ნაქარგი კაბა შავი, თეთრი და მარჯნის მძივებით. „რა თქმა უნდა, ეს გზაავნილიც გაბრიელ შანელს ეკუთვნის. ჩვენ ვკვეთთ დროს, - ამბობს ის.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი