logo_geo
10 ვარსკვლავი, რომელთა წინაპრებიც მათზე ბევრად ცნობილები აღმოჩნდნენ
- +

12 მაისი. 2017. 22:54


 

ბიონსე და გუსტავ მალერი როგორც აღმოჩნდა, ბიონსეს ავსტრიული ფესვები აქვს. ის ენათესავება XIX საუკუნის ცნობილ ავსტრიელ კომპოზიტორსა და დირიჟორს გუსტავ მალერს. ახლა გასაგებია, საიდან აქვს ასეთი ჯადოსნური მუსიკალური მონაცემები ბიონსეს...



სინდი კროუფორდი და ერნესტ ჰემინგუეი სუპერმოდელს ნათესაური კავშირი აქვს ცნობილ მწერალთან. სხვათა შორის, კროუფორდს საკმაოდ მდიდარი გენეალოგია აქვს. სულ ცოტა ხნის წინ შეიტყო, რომ თვით კარლოს დიდის ნათესავია.


 

რობერტ პატინსონი და გრაფი დრაკულა აი, ეს გვესმის! რობერტ პატინსონს, რომელმაც ვამპირის როლი შეასრულა „ბინდის" საგაში, სინამდვილეშიც აქვს „ვამპირული" ფესვები. ის გრაფი დრაკულას ნათესავია.



ჯორჯ კლუნი და აბრაამ ლინკოლნი ცნობილ მსახიობსა და ამერიკის ეროვნულ გმირს ნათესაური კავშირი აქვთ. მათი ნათესაობა ქალისგან მოდის, სახელად ლუსი ჰენკსი, რომელიც ლინკოლნის ბებია იყო დედის მხრიდან.



ჯონი დეპი და დედოფალი ელიზაბეტ II  როგორც აღმოჩნდა, ჰოლივუდის ვარსკვლავი ინგლისის დედოფლის ნათესავია. ორივენი მეფე ედუარდ III-ის შთამომავლები არიან. მათი ნათესავური კავშირის დადგენა BBC-ის გამოძიების შედეგად გახდა შესაძლებელი.



ბრუკ შილდსი და საფრანგეთის მეფე ჰენრი IV ნავარელი   ცოტა ხნის წინ მოდელმა შეიტყო, რომ ჰენრი ნავარელს ენათესავება, მეფეს, რომელმაც ბურბონების დინასტიას ჩაუყარა საფრანგეთში საფუძველი. აი, ასე. ახლა გასაგებია, საიდან აქვს ბრუკს მეფური გრაციოზულობა და არისტოკრატიულობა.



ბენედიქტ კამბერბეტჩი და ინგლისის მეფე რიჩარდ III  დამთხვევაა თუ არა, რომ სერიალში „ცარიელი გვირგვინი" ბენედიქტი სწორედ მეფე რიჩარდის როლს ასრულებს? საინტერესოა, როგორია, გააცოცხლო შენი დიდებული წინაპარი?



მადონა, სელინ დიონი და კორნუელის ჰერცოგინია კამილა (პარკერი) ორივე მომღერალი პრინც ჩარლზ კამილა პარკერის მეორე მეუღლის ნათესავები არიან. მათ საერთო წინაპარი - ფრანგი დურგალი, სახელად ზაჰარი კლუტიე ჰყავთ. შესაძლოა, მათ გენებში იმალებოდეს ამ მშვენიერი ქალბატონების მუდმივი ახალგაზრდობისა და სილამაზის საიდუმლო.


ბრედ პიტი და ბარაქ ობამა მსახიობი და ექსპრეზიდენტი მეათე თაობის ნათესავები არიან. მათი ნათესაობა მოდის ადამიანიდან, სახელად ედვინ ჰიკმანი, რომელიც 1690 წელს დაიბადა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი