logo_geo
ჯიმ ქერი კარიერის დასრულებას აპირებს
- +

1 აპრილი. 2022. 21:05

 

 

ჯიმ ქერიმ განაცხადა, რომ სამსახიობო კარიერის დასრულებას აპირებს. ამის შესახებ მან Access Hollywood-თან საუბრისას აღნიშნა. მსახიობმა თქვა, რომ პენსიაზე გასვლა და მშვიდად ცხოვრება სურს.

"კარიერის გაგრძელება შემეძლო. მაგრამ, მე ძალიან მომწონს ჩემი მშვიდი ცხოვრება. მიყვარს ტილოზე ხატვა, მიყვარს ჩემი სულიერი ცხოვრება. ვგრძნობ - და ეს არის ის, რაც შეიძლება ვერასოდეს გაიგოთ სხვა ვარსკვლავისგან - რომ საკმარისი გავაკეთე" - განაცხადა 60 წლის მსახიობმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ როლის მიღებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დასთანხმდება, თუ განსაკუთრებით მნიშვნელოვან პროექტში შესთავაზებენ მონაწილეობის მიღებს.

 

 

"მაგრამ, თუ ანგელოზებმა ოქროს მელნით დაწერილი რაიმე სახის ტექსტი მომიტანეს და უცებ მივხვდები, რომ ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი ნახვა, მაშინ შესაძლოა, დავბრუნდე." - თქვა მან.

ჯიმ ქერი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კომიკოსად ითვლება. მან არაერთი დასამახსოვრებელი როლი ითამაშა და მილიონობით ადამიანს თავი შეაყვარა.

 

 

big_banner
არქივი