logo_geo
ბელა ჰადიდი და ჯორდან დანი Burberry-ის ახალ კამპანიაში
- +

6 აპრილი. 2022. 22:58

 

 

ბრენდმა Burberry-მ ახალი სარეკლამო კამპანია წარადგინა, გადაღება მიეძღვნა ჩანთა Lola-ს. კამპანიის გმირები იყვნენ ბელა ჰადიდი, ჯორდან დანი, ლურდეს ლეონი და ელა რიჩარდსი. მოდელები პოზირებენ ცხენების ნახევრად გაჭრილ ფიგურებზე. გადაღებისთვის ვიზუალური ეფექტები შეიქმნა Torso Solutions-ის კრეატიულმა ჯგუფმა სტილისტ სიუზან კოლერის ხელმძღვანელობით.

 

 

Lola-ს ჩანთის მოდელი ხელმისაწვდომია რამდენიმე ფერში. მართკუთხა ფორმის სილუეტს მოსახერხებელი სარქველით, რომელზედაც ანათებს მოდური სახლის ლოგო, ავსებს მასიური ვერცხლის და ოქროს თასმა-ჯაჭვები. ჩანთები უკვე ხელმისაწვდომია Burberry-ის ბუტიკებში მთელს მსოფლიოში.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი