logo_geo
ჰეილი ბიბერი მისი ორსულობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა
- +

7 აპრილი. 2022. 01:02

 

 

"გრემის" 64-ე დაჯილდოებაზე მომღერალი ჯასტინ ბიბერი, რომელიც თავადაც იყო ნომინანტთა სიაში, წითელ ხალიჩაზე ცოლთან, ჰეილი ბიბერთან ერთად გამოჩნდა და მალევე საზოგადოების ყურადღებაც მიიპყრო. საზეიმო ღონისძიებისთვის ჰეილიმ თავისუფალი, Saint Laurent-ის კაბა აირჩია. თაყვანისმცემლებმა მაშინვე დაიწყეს მსჯელობა, ცდილობდა თუ არა ვარსკვლავი ამ გზით მომრგვალებული მუცლის დამალვას.

ჭორები სწრაფად გაავრცელეს ტაბლოიდებმა. Radar Online-მა აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნა, რამაც ჰეილის ყურადღებაც მიიპყრო და გოგონამ მოკლე, მაგრამ ძალიან მწვავე კომენტარი დაწერა. "არ ვარ ორსულად, თავი დამანებეთ."

 

შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში, 25 წლის ჰეილი ინსულტის სიმპტომებით სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამის შესახებ მოდელმა პირად სოციალურ ქსელში ისაუბრა. საავადმყოფოში მას ტვინში მცირე სისხლის შედედება დაუდგინეს, რამაც ჟანგბადის ნაკლებობა გამოიწვია. გართულებების მიზეზი, სავარაუდოდ, ბოლოდროინდელი კორონავირუსი გახდა. "ეს ნამდვილად იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მომენტი." - წერდა ჰეილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი