logo_geo
ტელევარსკვლავი ჯემა კოლინზი ლეონარდო დიკაპრიოს დაცვამ კლუბიდან გააგდო
- +

8 აპრილი. 2022. 19:36

 

 

ლეონარდო დიკაპრიო არის მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი, აქტივისტი, გარემოსდამცველი... მაგრამ ის ვერ ქაჩავს ჯენტლმენობამდე. ბრიტანელმა რეალითი ტელევარსკვლავმა და პლუს ზომის მოდელი ჯემა კოლინზმა, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა The Only Way Is Essex-ში მონაწილეობის შემდეგ, განუცხადა The Sun ტაბლოიდს, რომ მსახიობთან დიალოგი მას არ გამოუვიდა. 36 წლის გოგონამ აღიარა, რომ იგი მხოლოდ "გამარჯობის" სათქმელი მივიდა ლეოსთან, რის შემდეგაც მისმა დაცვამ კლუბიდან გააგდო.

 

მე მას შევხედე, მან კი უკან გამომხედა. მე უბრალოდ ვთქვი "გამარჯობა" და შემდეგ დაცვის თანამშრომლებმა გამომიყვანა კლუბიდან. როგორც ჩანს, ლეომ არ იცის, რომ მეც ვარ ვარსკვლავი“, - განაცხადა მოდელმა.

 

 

მან დასძინა, რომ ეს მოხდა "ლოს ანჯელესის ღამის კლუბში დახურულ წვეულებაზე". The Sun-ის ვებსაიტზე ჩანაწერის ავტორმა განმარტა, რომ 6 აპრილის ღამეს დიკაპრიო იმყოფებოდა Soho House-ში, ელიტარული ღამის კლუბების მსოფლიო ქსელში. თუმცა, თავად ლეოს მსგავს ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

 

 

ჯემა კოლინზი ცნობილი გახდა, როგორც ჭარბწონიანი ადამიანების რეალითი შოუს მონაწილე. რამდენიმე თვეში მოდელმა 20 კილოგრამი დაიკლო. ამერიკელი რეალურ წონას არ ასაჯაროებს, თუმცა უცხოური მედია მინიმუმ 100 კილოგრამის ნიშნულზე წერს. ამავდროულად, მან განმარტა, რომ წონაში დაიკლო არა მკაცრი დიეტის, არამედ რეგულარული ვარჯიშისა და ზოგადად უფრო აქტიური ცხოვრების წესის გამო.

 

 

big_banner
არქივი