logo_geo
დენიელ რედკლიფმა „ადამიანი ობობას“ როლს თვალი დაადგა
- +

11 აპრილი. 2022. 20:47

 

 

დენიელ რედკლიფი, არაჩვეულებრივი მსახიობი რომელიც დღემდე ყველასათვის „ჰარი პოტერია“ თვითონ აღარ აპირებს ამავე ფილმში მონაწილეობას, თუმცა, რედკლიფმა Insider-თან ინტერვიუში თავისი ახალი ფილმის The Lost City-ის შესახებ ისაუბრა, და ისიც აღნიშნა, რომ ადამიანი ობობას როლისთვის შესაფერისი მსახიობია.

 

"როლი, რომელსაც ბუნებრივად მოვირგებდი, უკვე სამმა ძალიან კარგმა მსახიობმა შეასრულა. ტომ ჰოლანდი საოცარია და მას ვერავინ შეცვლის. ასე რომ, მასთან პრეტენზია არ მაქვს"

 

მსახიობს ფილმის სახელი არ დაუკონკრეტებია, თუმცა ყველასათვის მარტივი მისახვედრია რომ „Spider-Man“-ზე საუბრობდა. როგორც სჩანს დენიელს დიდი ხანია სურვილი აქვს ადამიანი ობობას“ როლი შეასრულოს, და ახლა ამ მინიშნებასაც თავისი დანიშნულება და მიმართულება აქვს, სწორედ ამიტომ ფილმზე მომუშავე ადამიანების ყურადღების დამსახურება სურს.

 

 

რაც შეეხება ჰარი პოტერის როპლზე უარს მან ერთ-ერთ გამოცემასთან განაცხადა:

 

"ეს ის პასუხი არაა, რომელიც მოგეწონებათ, მაგრამ ვფიქრობ, უკან დაბრუნება და ამით სიამოვნების მიღება იმიტომ შევძელი, რომ ეს ყველაფერი ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი აღარაა", ამბობს სპეციალური გადაცემის შესახებ დენიელი, ახლა ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, როცა ვფიქრობ, რომ პოტერის ფაზა ნორმალურად დავასრულე და ბედნიერი ვარ იქ ყოფნით, სადაც ახლა ვარ. უკან დაბრუნება ჩემს ცხოვრებას ძალიან შეცვლიდა". "არასდროს ვიტყვი "არასდროს", მაგრამ ვარსკვლავური ომების მსახიობები 30-40 წლის შემდეგ დაბრუნდნენ, ჩემთვის კი ჯერ 10 წელი გავიდა. ამის კეთება ახლა არ მაინტერესებს.

 

 

big_banner
არქივი