logo_geo
ტინა კუნაკის ორი სანახაობრივი ლუქი და დაბადების დღის წვეულება პარიზში
- +

11 აპრილი. 2022. 20:48

 

 

გასულ კვირას ტინა კუნაკი 25 წლის გახდა. დაბადების დღის აღსანიშნავად მოდელმა და მისმა მეუღლემ, ვენსან კასელმა ყველა ახლო მეგობარი პარიზის ერთ-ერთ ბარში შეკრიბეს. საღამოს ვარსკვლავმა ორი სამოსის გამოცვლა მოახერხა და ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო.

 

 

რესტორანში ვახშამზე კუნაკი ბრჭყვიალა ზურმუხტისფერი Alexandre Vauthier-ის მაქსი-კაბით გამოჩნდა.

 

 

ამის შემდეგ კი ტინა სტუმრების წინაშე Balenciaga-ს ახალი კოლექციიდან ულტრა სექსუალური კაბით წარსდგა - მაქმანებიანი კორსეტი იდეალურად ერწყმოდა ვარდისფერ კოლგოტსა და ჩანთას.

 

 

მანამდე მსგავსი ლუქი დუა ლიპამ სცადა.

 

 

big_banner
არქივი