logo_geo
„ეს ჩემზე არაა დამოკიდებული“ - კრის ჯენერი კენდალს ბავშვის გაჩენისკენ მოუწოდებს
- +

13 აპრილი. 2022. 22:10

 

 

კენდალ ჯენერი, რომელიც ამჟამად NBA-ს მოთამაშე დევინ ბუკერს ხვდება, ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ მოწესრიგებული, ბედნიერი და სუპერ მხარდამჭერი შეყვარებული იყოს.

თუმცა, „საქმე ჯერ კიდევ არ მისულა ოჯახის შექმნამდე. მაგრამ, 26 წლის კენდალის დედისთვის, კრის ჯენერისთვის, ეს საკითხი აქტუალური თემა გახდა.

ოჯახის Hulu შოუს The Kardashians-ის პოპულარიზაციისთვის, ჯენერმა ისაუბრა, რომ მისი დედა და და კაილი „100 პროცენტით“ მოუწოდებენ მას 25 წლის ბუკერთან ოჯახის შექმნისკენ

 

 

ჯენერმა გაიხსენა, რომ კრისმა თითქოს შემთხვევით მიწერა მესიჯი: „ვფიქრობ, დროა“ და მე ვუპასუხე: „ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული?!“

კრისმა დაამატა: "უბრალოდ ჩემი მეგობრული შეხსენებაა!"

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კრისი დედის ამპლუაში თავს ახსენებს კენდალს. .

 

 

ელენ დეჯენერესთან საუბრისას, კრისმა ქალიშვილის მომავალზე ისაუბრა.

როდესაც დეჯენერესმა ჰკითხა მე-12 შვილიშვილის გაჩენის შესაძლებლობის შესახებ, კრისმა თქვა: „ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ეს კენდალი ყოფილიყო, არა? ის ერთადერთია, ვისაც შვილი არ ჰყოლია.'

ამ თოქ-შოუს წამყვანმა დეჯენერესმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა კენდალ ჯენერის შვილების გაჩენის სურვილი, როდესაც ეკითხებოდა:“მას შვილის გაჩენა უნდა?"

შემდეგ კრისი აღფრთოვანებული იყო: „ვფიქრობ, მას საბოლოოდ მოუნდება შვილის გაჩენა“.

 

 

მარტში ჯენერთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა ახალი ამბებში: „კენდალისა და დევინის ურთიერთობა კიდევ უფრო ძლიერდება, მაგრამ ისინი არ ჩქარობენ დაქორწინებას“.

 

 

big_banner
არქივი