logo_geo
ვარსკვლავები, რომლებმაც დაქორწინება ცოტა ხნით ადრე გადაიფიქრეს და საყვარელი ადამიანები მიატოვეს
- +

14 აპრილი. 2022. 00:52

 

 

გავიხსენოთ რამდენიმე ვარსკვლავური წყვილი, რომელთა ქორწილი ჩაიშალა იმ მიზეზით, რომ პატარძალმა ბოლო მომენტში უარი თქვა.

 

ჯულია რობერტსი

 

 

"გაქცეული პატარძალი" ჯულია რობერტსი აღმოჩნდა არა მხოლოდ ამავე სახელწოდების ფილმში, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც, რომელიც საკმაოდ უცნაურად ჟღერს. 1991 წელს რომკომის გადაღებამდე რამდენიმე წლით ადრე, ჯულია რობერტსი მსახიობ კიფერ საზერლენდთან ქორწინებას გეგმავდა. თუმცა, გრანდიოზული ზეიმი ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე გაუქმდა და ეს ყველაზე უცნაური გზით მოხდა: ჯულია რობერტსი საზერლენდის საუკეთესო მეგობართან, მსახიობ ჯეისონ პატრიკთან ერთად ირლანდიაში გაიქცა. სხვათა შორის, ამ რომანს ძნელად შეიძლება ეწოდოს გრძელვადიანი, ის სულ რამდენიმე თვე გაგრძელდა. მოგვიანებით საზერლენდმა ინტერვიუში თქვა, რომ მსახიობმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და, მიუხედავად გამოწვეული ტკივილისა, ეს გამოცდილება მაინც ძალიან სასარგებლო და დამაფიქრებელი აღმოჩნდა. მან ქორწინების გაუქმება გაბედულ საქციელად შეაფასა და ქალს გულახდილობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

გვინეტ პელტროუ

 

 

გვინეტ პელტროუ და ბრედ პიტი ერთმანეთს 1994 წლიდან, სამი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ, რის შემდეგაც მათ საჯაროდ გამოაცხადეს ნიშნობა. ორი ახალგაზრდა სექს-სიმბოლოს ქორწინებას მოუთმენლად ელოდნენ, მაგრამ ნიშნობა მაინც ჩაიშალა. ინიციატივა გვინეტმა გამოიჩინა და მოგვიანებით ასე განმარტა: იმ დროს გოგონა მხოლოდ 22 წლის იყო და მისთვის სერიოზული გადაწყვეტილების მიღება რთული იყო. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ ნიშნობა გვინეტმა სხვა ურთიერთობის გამო ჩაშალა.

შარლიზ ტერონი

 

 

შარლიზ ტერონისა და შონ პენის წყვილს კინოს სამყაროში ხშირად ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულს უწოდებდნენ. გრანდიოზული ქორწილი 2015 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ 4 თვით ადრე შარლიზ ტერონმა ნიშნობა გააუქმა. საჯაროდ ამაზე ტერონს არ უსაბრია, თუმცა ტაბლოიდები საუბრობდნენ, რომ შონ პენის მძიმე ხასიათი მისთვის მთავარი დაბრკოლება იყო. ერთ-ერთ კომენტარში მსახიობმა თქვა, რომ ბავშვებზე ოცნებობდა, რომლებსაც საყვარელ ადამიანთან ერთად გაზრდიდა, მაგრამ შონ პენი თავს იკავებდა და ამ იდეას მხარს არ უჭერდა. წყაროების თანახმად, გადაწყვეტილება შარლიზ ტერონისთვის უკიდურესად რთული იყო, რადგან გადასაღებ მოედანზე მათი ძლიერი გრძნობების შესახებ ყველამ იცოდა.

 

სიენა მილერი

 

 

სიენა მილერისა და ჯუდ ლოუს რომანი 2004 წელს, გადასაღებ მოედანზე დაიწყო და სწრაფადვე გამოაცხადეს ნიშნობა. თუმცა, ქორწინება რამდენიმე დღით ადრე ჩაიშალა. სიენას ჯუდ მილერმა უღალატა. ამ დროს გოგონა 23 წლის იყო. მომხდარის მიუხედავად, გარკვეული პერიოდის შემდეგ წყვილი კვლავ გაერთიანდა - მეორე ნიშნობა, იგივე საქორწინო ბეჭედი და საუბარი ქორწილზე. ამჯერად, ისტორია ორი წლის შემდეგ საბოლოოდ დასრულდა და, როგორც წყვილთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, გაგრძელება აღარც შეიძლებოდა.

კაილი მინოუგი

 

 

კაილი მინოუგმა და ჯოშუა სასმა ნიშნობა 2016 წელს, გადასაღებ მოედანზე გაცნობიდან სულ რაღაც 12 თვის შემდეგ გამოაცხადეს. ამ წყვილის ირგვლივ ყოველთვის ბევრი ჭორი არსებობდა. ახალგაზრდა მამაკაცი 20 წლით უმცროსია ქალზე. მაგრამ, როგორც მოგვიანებით მომღერალმა თქვა, ასაკი არავისთვის არ თამაშობდა მნიშვნელოვან როლს და ურთიერთობა აშკარად არასწორი მიმართულებით წავიდა. გრანდიოზულ ქორწილს უამრავი ადამიანი ელოდა. თუმცა, ცოტახნით ადრე, ის კაილის ინიციატივით დასრულდა. რა გახდა მიზეზი, უცნობია.

ჯენიფერ მორისონი

 

 

ჯენიფერ მორისონისა და ჯესი სპენსერის ეკრანული გაერთიანება, რომელიც სერიალში ,,ექიმი ჰაუსი“ შეასრულეს, რეალურ ცხოვრებაშიც სიყვარულში გადაიზარდა. გადასაღებ მოედანზე ნიშნობის გამოცხადებამ მთელი გუნდი გააოცა. ჯენიფერ მორისონს საქორწილო კაბა შერჩეული ჰქონდა, თუმცა მოულოდნელად რაღაც მოხდა. გოგონამ ნიშნობა გააუქმა და ბეჭედი სპენსერს დაუბრუნა. ირონიულია ისიც, რომ სერიალშიც მსგავსი სცენარი მეორდება.

 

 

big_banner
არქივი