logo_geo
ნიდერლანდების მეფემ და დედოფალმა პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ოფიციალურ მიღებაზე უარი განაცხადეს
- +

15 აპრილი. 2022. 00:45

 

 

ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდრემ და დედოფალმა მაქსიმამ უარი თქვეს პრინც ჰარის და მეგან მარკლის საზეიმო მიღებაზე. ისინი ჰააგაში 16 აპრილს "დაუმარცხებელთა თამაშებზე" ჩაფრინდებიან. ეს არის შეჯიბრებები ყოფილი და ახლანდელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომელიც 2014 წლიდან პრინცი ჰარის ინიციატივით სხვადასხვა ქვეყანაში იმართება.

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიაში ჩასულ სამეფო ოჯახის წევრებს სამეფო რეზიდენციაში ყოველთვის ეძლევათ მისვლისა და იქ დაბინავების უფლება, ამჯერად პრინც ჰარისა და მეგან მარკლს სასტუმროში დარჩენა შესთავაზეს. ასევე, სტუმრებს შესთავაზეს, რომ ადგილობრივი პოლიცია მოემსახურებოდათ, როგორც დაცვა. წყვილს კი უთხრეს, რომ მათი პირადი დაცვა შეიარაღებული არ უნდა ყოფილიყო.

 

 

მეგან მარკლისთვის ეს იქნება პირველი ერთობლივი მოგზაურობა ქმართან ერთად მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. მან ადრე პრინც ჰარისთან ერთად ვიზიტზე უარი ორსულობისა და ახალშობილ ქალიშვილთან, ლილიბეტთან დარჩენის გამო თქვა. წყვილი ნიდერლანდებში Netflix-ის ჯგუფთან ერთად შოუს - სახელწოდებით Heart of the Unbowed გადასაღებად გაემგზავრება.

მანამდე, პრინცი ჰარი საზოგადოების კრიტიკის ცენტრში მოექცა, როდესაც პრინცი ფილიპის მემორიალზე დასწრებაზე უარი განაცხადა. მან თქვა, რომ ბრიტანეთში დაბრუნებას ვერ შეძლებდა, რადგან ეს ძალიან საშიში იყო. იქამდე კი პრინც ჰარის უარი ეთქვა სადღეღამისო დაცვაზე სამეფო მოვალეობებზე უარის თქმის გამო.

წყვილმა სამეფო ოჯახის დატოვების შესახებ 2020 წელს გამოაცხადა და ამის შემდეგ ფინანსურად დამოუკიდებლები გახდნენ.

 

 

big_banner
არქივი