logo_geo
უნიკალური ქსოვილი: როგორ შექმნა კაბა ვიქტორია ბექჰემმა, რომეიც შვილის ქორწილში ეცვა
- +

15 აპრილი. 2022. 19:41

 

 

ვიქტორია ბექჰემმა გაზიარა ახალი ფოტოები უფროსი ვაჟის, ბრუკლინისა და ნიკოლა პელცის ქორწილიდან, რომელიც ამ კვირის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად მოვლენად იქცა. მანამდე მოდის გამოცემების მთელი ყურადღება პატარძლისთვის შექმნილ საქორწილო კაბაზე იყო მიმართული, თუმცა ვიქტორიამ თქვა, რომ მისი კაბა განსაკუთრებული იყო.

 

 

მან განმარტა, რომ ეს არის მის სტუდიაში შექმნილი პირველი კუტურ-სამოსი (გამოცემისთვის მან, რა თქმა უნდა, აირჩია საკუთარი ბრენდის Victoria Beckham-ის კაბა). ქსოვილი, რომელიც ვიქტორიამ „თხევად ლითონს“ შეადარა, სპეციალურად მისთვის იტალიურ ქარხანაში შეიქმნა. გარდა ამისა გამოიყენებოდა სამი სახის მაქმანი, რომლებსაც ხელით შსერულდა. კაბის ჭრა მოდელისგან იყო ნასესხები ბრენდი Victoria Beckham-ის შემოდგომის პრე კოლექციიდან. სულ კაბაზე ექვსი ხელოსანი მუშაობდა და მის შექმნას ხუთი დღე დასჭირდა.

 

 

ცერემონიის ზოგიერთმა სტუმარმა ასევე აირჩია სამოსი ვიქტორიას ატელიედან, მათ შორის ევა ლონგორიამ, ვიქტორიას დედამ ჯეკი ადამსმა და მია რეგანიმ, ასევე, ვიქტორიას ვაჟის რომეოს შეყვარებულმა. პატარძალმა, შეგახსენებთ, რომ Valentino-ს კაბა ამჯობინა.

 

 

 

big_banner
არქივი