logo_geo
მოდის კორპორაცია LVHM-ის ბრენდებმა ევროპაში რუსებზე მომსახურება შეწყვიტეს
- +

15 აპრილი. 2022. 21:34

 

 

LVHM ჯგუფის კუთვნილი ბრენდების მაღაზიებმა (Celine, Louis Vuitton, Dior, Marc Jacobs და სხვები) შეწყვიტეს რუს მომხმარებლებლებზე მომსახურება. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანეთსა და გერმანიაში ბუტიკების თანამშრომლებზე დაყრდნობით გავრცელდა.

 

ინსაიდერების თქმით, რუსი ქალები ბრენდის პროდუქციის შეძენას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ რომელიმე ევროპული ქვეყნის მოქალაქეობა ექნებათ.თუ თქვენ მიფრინავთ გერმანიაში მოკლე დროით და გეგმავთ რუსეთში დაბრუნებას, ჩვენ ვერ მოგყიდით პროდუქციას LVMH ჯგუფის ბრენდებიდან. ასეთი პირობები კარნახობს ახალ სანქციებს. სამწუხაროა, რომ ეს ეხება უბრალო ხალხს და არა იმ ხელისუფლებას, რომლის მიმართაც დაწესებულია შეზღუდვები - შეშფოთებულებიი არიან რუსეთში. თუ თქვენ გაქვთ ევროპაში სადმე ცხოვრებიის უფლება, ჩვენ სიამოვნებით მოვემსახურებით,- განუცხადა გამოცემას გერმანიაში Céline-ის ბუტიკის მენეჯერმა.

ისინი ვერ ყიდიან ბრენდირებულ ნივთებს იმ მყიდველებზე, რომლებიც მალე დაბრუნდებიან რუსეთში.

 

მანამდე Chanel-მა უარი თქვა რუსებისთვის ნივთების მიყიდვაზე, რუსეთის წინააღმდეგ კანონისა და სანქციების მოტივით. რუსმა კლიენტებმა ბრენდისთვის ჩელენჯი წამოიწყეს - ბრენდის პროდუქცია დაჭრეს, გადაიღეს და სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს

 

 

 

big_banner
არქივი