logo_geo
როგორია, იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიდერის მეორე ნახევარი - სერიალი, რომელშიც მიშელ ობამას როლს ვაიოლა დევისი შეასრულებს
- +

17 აპრილი. 2022. 23:50

 

 

რა გახსენდებათ, როდესაც ფიქრობთ თეთრ სახლზე? ალბათ, ამერიკა ან მისი რომელიმე პრეზიდენტი, რომლებიც ხშირად ქაოსური და ხმაურიანი ცხოვრებით გამოირჩევიან ხოლმე, თუმცა არანაკლებ საინტერესოა იმ ქალების პერსონაჟები, რომლებიც ყველასთვის ცნობილი ლიდერების ზურგს უკან დგანან და ზოგჯერ მათ წარმატებასა თუ წარუმატებლობაში დიდი წვლილიც შეაქვთ.

სწორედ პირველი ლედების შესახებ მოამზადა სატელევიზიო სერიები ამერიკელმა რეჟისორმა აარონ კოლიმ. სერიალში მონაწილეობას იღებენ ვაიოლა დევისი, მიშენ პფაიფერი, დაკოტა ფანინგი, რეგინა ტეილორი და სხვ.

"პირველი ლედი" ყურადღებას ამახვილებს სამ ქალზე, რომლებმაც გამოიყენეს სტატუსი ცვლილებების განსახორციელებლად. მათ შორის კი, ხალხისთვის ყველაზე მეტად საინტერესო ამერიკის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამაა.

 

მიშელის როლს მსახიობი ვაიოლა დევისი ითამაშებს.

 

 

"პირველი ლედის" სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, დევისი თამაშობს პიროვნებას, რომელსაც რეალურად შეუძლია შოუს ყურება და სწორედ ამის გამო გრძნობს ის ყველაზე დიდ სტრესსა და ზეწოლას.

 

 

big_banner
არქივი