logo_geo
პალესტინის მხარდაჭერის გამო ბელა ჰადიდს ინტაგრამზე წვდომა შეეზღუდა
- +

20 აპრილი. 2022. 22:46

 

 

სოციალურმა ქსელმა ინსტაგრამმა სუპერმოდელის, ბელა ჰადიდის პალესტინის მხარდამჭერი პოსტების გამო ინსტაგრამზე წვდომა შეეზღუდა. ინსტაგრამი მიკრძალავს ისტორიების გამოქვეყნებას და მე მჯერა, რომ ეს პალესტინის შესახებ პოსტების შემდეგ მოხდა. როცა რაღაცას ვაქვეყნებ პალესტინის შესახებ, ვხვდები shadowban-ში და ჩემი პროფილის გაშუქება მყისიერად იკლებს, თითქმის მილიონი გამომწერი ვერ ხედავს პოსტებსა და ისტორიებს. მთელი დღეა ვცდილობ გამომექვეყნებინა ორი ძალიან მნიშვნელოვანი პოსტი პალესტინის მოვლენებთან დაკავშირებით, რომელსაც თან ახლდა გრძელი ტექსტები და ეს ორი ამბავი არ იტვირთება.დაწერა ბელამ.

 

პალესტინელი წარმოშობის მოდელი (ბელა და ჯიჯი ჰადიდების მამა არის პალესტინელი ბიზნესმენი და მილიონერი მოჰამედ ჰადიდი) აქტიურად საუბრობს პალესტინის ხალხის მხარდასაჭერად, აქვეყნებს პოსტებს თავის ანგარიშზე 50 მილიონზე მეტი აბონენტისთვის და მონაწილეობს მიტინგებში.

 

დებ ჰადიდებს ადრეც აკრიტიკებდნენ პალესტინის მხარდაჭერის გამო.

 

 

ბელა თავის პოსტებს, რომელიც ეხებოდა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს ასევე დებდა ისრაელის მთავრობის ოფიციალურ Twitter-ზე. ბელამ განაცხადა, რომ არავის ზიანს არ უსურვებს.

 

 

big_banner
არქივი