Prince's Trust Gala-ს წითელი ხალიჩა ცნობილმა სუპერმოდელმა დებმა თავიანთი განუმეორებელი სტილით დაამშვენეს.
"პრინცესა" ჯიჯი შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექციიდან, მდიდრულ ვარდისფერ კაბაში გამოჩნდა, ბელამ კი პირიქით, 1959 წელს ივ სენ ლორანის მიერ შექმნილი შავი ვინტაჟური „დიორის“ კაბა მოირგო. აქსესუარები კი, ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს: ვარდისფერი ფეხსაცმელი პლატფორმაზე და გამჭვირვალე ხელთათმანები.