logo_geo
ქეით მიდლტონის საიდუმლო, როგორ გამოვიყურებოდეთ 40 წლის ასაკში 15 წლით უფრო ახალგაზრდულად
- +

1 მაისი. 2022. 22:53

 

 

პრინც უილიამის 40 წლის ცოლი ქეით მიდლტონი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეთ 10-15 წლით უფრო ახალგაზრდულად. ჰერცოგინიას სტილი და ჩაცმულობა ხშირად არაერთგვაროვან გამოხმაურებას იწვევს. ის არაერთხელ გააკრიტიკეს ზედმეტი უბრალოებისთვისაც. მიუხედავად ამისა, ყველა თანხმდება, რომ მისი სამოსი ყოველთვის ელეგანტური და დახვეწილია.

 

 

სტილისტები, რომლებიც სამეფო ოჯახის ჩაცმულობაზე ზრუნავენ, რთული ამოცანის წინაშე დგანან, რადგან მათ უნდა შეინარჩუნონ ეტიკეტი და დაიცვან დადგენილი წესები, თუმცა, ამასთანავე, უნდა აჩვენონ, რომ თანამედროვე მონარქია ნაკლებად მკაცრი და არქაულია. სამეფო ოჯახის თანაყვანისმცემლები აღნიშნავენ, რომ როდესაც ქეით მიდლტონს კლასიკური სამოსი აცვია, მას ჩაცმულობა ასაკს მატებს.

 

 

სტილისტების თქმით, არსებობს ფოტოები, სადაც ქეითს თანამედროვე სამოსი აცვია და ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. ამის იდეალურ მაგალითად კემბრიჯის ჰერცოგინიის ლონდონის ისტორიის მუზეუმში ბოლო გამოჩენა ითვლება, როცა მან ვიწრო ჯინსი, ღია ვარდისფერი პიჯაკი და თეთრი სპორტული ფეხსაცმელი შეარჩია.

 

 

 

big_banner
არქივი