logo_geo
"ჩვენ შორის ყველაფერი თბილისში დაიწყო" - დევიდ ბექჰემი ვიქტორიას გაცნობის დეტალებს იხსენებს
- +

3 მაისი. 2022. 00:52

 

 

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების წყვილი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულად ითვლება. ცოტამ თუ იცის, რომ მათი სიყვარულის ისტორიაში საქართველოს როლიცაა.

 

ყველაფერი 1996 წლის ნოემბერში, თბილისში დაიწყო. დევიდ ბექჰემი ინგლისის გუნდის შემადგენლობის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდა. გუნდს საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან მატჩი უნდა გაემართა. საღამოს, თამაშის შემდეგ ბექჰემი თავის მეგობართან ერთად იჯდა და ტელევიზორს უყურებდა, რომელშიც ერთ მუსიკალურ კლიპს უჩვენებდნენ. ამ დროს ეკრანზე გამოჩნდა ჯგუფი "Spice Girls", თავისი ჰიტით "Say You'll Be There Song". როგორც დევიდი მოგვიანებით იხსენებს, თითქოს ეკრანს მიეჯაჭვა. კლიპის დასასრულს, ბექჰემმა ერთ-ერთ შემსრულებელს, ვიქტორია ადამსს მიაპყრო ყურადღება, შემდეგ მეგობარს მიუბრუნდა და უთხრა: "იცი, მეჩვენება, რომ ახლა დავინახე გოგონა, რომელთან შეხვედრაზეც ვოცნებობ. არ დამიჯერებ, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ზუტად ასეთი თვალები, ტუჩები და თმა იქნებოდა ის, რაც მთელი ცხოვრება მეყვარება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის გავიცნო". ამ დროიდან მოყოლებული დევიდს მომავალ მეუღლეზე ფიქრი თავიდან არ შორდებოდა. "საქმე ჩემს ბუნებრივ მორცხვობაში იყო. საშინლად მეშინოდა, რომ ვიქტორია "არას" მიპასუხებდა. ის ხომ ნამდვილი ლედი იყო!" - იხსენებს დევიდი.

 

 

როგორც მოგვიანებით ვიქტორიამ განაცხადა, დევიდი მანაც ტელევიზორში, მატჩის დროს ნახა და მოიხიბლა როგორც მისი ენერგიული თამაშით, ასევე ხასიათის თვისებებითაც. ადამსი ბექჰემზე მამაცი აღმოჩნდა და სწორედ მან გადადგა პირველი ნაბიჯები. ერთ მშვენიერ დღეს ის სტადიონზე მივიდა, სადაც ბექჰემის გუნდი თამაშობდა. თამაშის შემდეგ ბექჰემის ოცნების გოგონა მასთან მივიდა და უთხრა. ,,დევიდ, საოცარი იყავი.“ ბექჰემი ისე დაიბნა, მეტყველების უნარი საერთოდ წაერთვა. მან ვიქტორია რესტორანში დაპატიჟა.

 

"როცა მისი ღიმილი დავინახე, მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად იყო. იმ საღამოს მეეჭვება, ჩემზე ბედნიერი ადამიანი ვინმე ყოფილიყო ამ სამყაროში." - იხსენებს დევიდი. რესტორნიდან ბოლოები გამოვიდნენ, ხოლო ბექჰემმა ვიქტორია სახლში მიაცილა. ერთმანეთს ტელეფონის ნომრებიც გამოართვეს. როგორც წყვილი მოგვიანებით ღიმილით იხსენებს, დევიდმა 6 სხვადასხვა ფურცელზე დაწერა გოგონას ნომერი, რომ არსად დაკარგვოდა.

 

ამის შემდეგ კი ნამდვილი ზღაპარი დაიწყო. ვიქტორია ინგლისის არც ერთ თამაშს არ ტოვებდა, სადაც მისი საყვარელი ადამიანი თამაშობდა. ამის გამო მან ერთხელ საკუთარ კონცერტზე 2 საათი დააგვიანა, თუმცა მაყურებლები მაინც დიდი ოვაციებით შეხვდნენ. გაცნობის დღიდან მოყოლებული, ყოველ დილით დევიდი ვიქტორიას 7 წითელ ვარდს უგზავნიდა. 7 მისთვის ბედნიერი რიცხვი იყო. საყვარელ გოგონას დედოფალივით ექცეოდა, რაც ვიქტორიას განსაკუთრებით მოსწონდა. ხანდახან დევიდს არც სჯეროდა, რომ გოგონა, რომელიც თბილისში ეკრანზე დაინახა და მასთან ცხოვრებაზე ოცნება დაიწყო, ახლა მის გვერდით იყო. თითოეულ თავისუფალ წუთს ერთმანეთს უთმობდნენ. მერე იყო ცოლობის შეთავაზება, შვილები და უამრავი ბედნიერი წელი ერთად

 

 

 

დევიდისა და ვიქტორიას ცხოვრებაში რთული მომენტებიც იყო. ზღაპრული ოჯახის ფასადის მიღმა, დევიდის ღალატებში ბანალური ოჯახური პრობლემებიც იმალებოდა.

 

პირველი ინფორმაცია ქორწილიდან ხუთი წლის შემდეგ გავრცელდა: 2004 წელს დევიდმა ვიქტორიას თავის პირად ასისტენტ რებეკა ლუსთან უღალატა. ამის შესახებ პრესასთან თავად რებეკამ ისაუბრა, რომლის მიზანიც ბექჰემების ქორწინების განადგურება იყო. დევიდს არ სურდა განქორწინება და ვიქტორიამ კი ბევრი ცრემლის მიუხედავად, მეუღლეს აპატია. ამ ფაქტიდან სამი წლის შემდეგ კიდევ გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ქალი ფულის გამოძალვის მიზნით განზრახ ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას.

 

 

 

big_banner
არქივი