logo_geo
როგორ დაიკლო კიმ კარდაშიანმა Met Gala-სთვის
- +

4 მაისი. 2022. 20:18

 

 

Met Gala-ს შედეგების მიხედვით, კიმ კარდაშიანის იმიჯი მოდის გამოცემების უდავო ფავორიტი გახდა. მერლინ მონროს ვინტაჟურ კაბაში და თმის ახალი ფერით სელებრითის გამოჩენამ წითელი ხალიჩა ააფეთქა.

 

თუმცა, კიმმა პრესას განუცხადა, რომ მისთვის ადვილი არ იყო ამ საკულტო იმიჯის გამეორება. მერლინ მონროს კაბა რომ მოერგო, რეალითი შოუს ვარსკვლავს სულ რაღაც სამ კვირაში 7 კგ-ზე მეტის დაკლება მოუწია.

 

 

კიმმა ასევე დაამატა, რომ ფიტინგის დროს ცრემლებიც კი წამოუვიდა, როცა მიხვდა, რომ კაბაში არ ჯდებოდა. „მომეჩვენა, რომ მერილინ საკმაოდ კოხტაა. მივხვდი, რომ ზოგან მასზე მეტი ვიქნებოდი, ზოგან ნაკლები, ”- განმარტა ვარსკვლავმა. მიუხედავად იმისა, რომ კაბა კიმს არ ერგებოდა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა წონაში დაკლება.

 

კიმის დიეტა მკაცრი და დაუნდობელი იყო. „დღეში ორჯერ ვიცვამდი საუნის კოსტუმს (სპეციალური სპორტული კოსტიუმი წონის და ჭარბი სითხის მოსაკლებად ) და სარბენ ბილიკზე დავრბოდი. ასევე მთლიანად გამოვრიცხე შაქარი და ნახშირწყლები, ვჭამდი მხოლოდ ბოსტნეულს და ცილას. მე არ ვშიმშილობდი, მაგრამ დიეტა იყო ძალიან მკაცრი“, - თქვა კიმმა.

 

მალევე მას შემდეგ რაც კიმმა ისაუბრა მის წარმატებაზე, სოციალურ ქსელებში მას კრიტიკა მოჰყვა. ბევრი ამბობს, რომ ცნობილი ადამიანი ცუდ მაგალითს აძლევს ახალგაზრდა თაობას და მკაცრი დიეტები ჯანმრთელობისთვის საშიშია. მართლაც, ასეთი დიეტური შეზღუდვები შეიძლება საშიში იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ კიმმა პროფესიონალთა გუნდის მეთვალყურეობის ქვეშ წონაში დაიკლო და მიკრო და მაკრო ელემენტების დეფიციტი არ განიცადა. მსგავსი დიეტა საკუთარ თავზე არ უნდა სცადოთ, ჯობია აირჩიოთ უფრო ეკონომიური დიეტა და გაზარდოთ ფიზიკური დატვირთვა.

 

 

big_banner
არქივი