logo_geo
რა უნდა გავითვალისწინოთ „სელფის“ გადაღების დროს
- +

4 მაისი. 2022. 21:50

 

 

„ინსტაგრამერები“ კვირაში საშუალოდ 5 საათს ხარჯავენ იდეალური სელფის გადასაღებად. ნეიროფსიქოლოგებმა ჩაატარეს კვლევა და აღმოჩნდა, იდეალური სელფის გადაღების მარტივი საიდუმლო რომელიც დარწმუნებული ვარ ბერ თქვენგანს გამოგადგებათ.

 

აღმოჩნდა, რომ უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები „სელფის“, ან ჩვეულებრივი ფოტოს გადაღებისას სახის მარცხენა მხარეს აჩვენებენ. აღსანიშნავია, რომ მხატვრებიც ხშირ შემთხვევაში, პორტრეტებზე მუშაობისას სახის მარცხენა მხარეს ამჯობინებენ.

 

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სახის მარცხენა მხარე უფრო მეტ ემოციას აჩვენებს. ამის მიზეზი კი შესაძლოა ის იყოს, რომ ტვინის მარჯვენა მხარე კუნთების მუშაობაზე არის პასუხისმგებელი, ხოლო მარცხენა ემოციებსა და გრძნობებზე. ასე რომ „სელფის“ მოყვარულები გაითვალისწინეთ ეს მნიშვნელოვანი დეტალი.

 

ასევე კიდევ რამდენიმე დეტალის გათვალისწინებაა საყურადღებო

 

შეისწავლეთ თქვენი სახე - არავინაა იდეალურად სიმეტრიული და თუ სარკის წინ საკმარისი დრო გაქვთ გატარებული, ისიც გეცოდინებათ, მარჯვენა პროფილი უფრო უკეთესი გაქვთ თუ მარცხენა. გააკეთეთ აქცენტი საკუთარ ღირსებებზე.

 

გაითვალისწინეთ კამერის პოზიცია - კიმ კარდაშიანი გვირჩევს, ნიკაპი ქვემოთ დავხაროთ, კამერა კი ზემოთ დავიჭიროთ. თუ თქვენს სახეს ქვემოდან გადაიღებთ, არ გაგიკვირდეთ, თუ ფოტოზე ბევრად უფრო მძიმეწონიანი გამოჩნდებით. ეცადეთ, პირდაპირ კამერაში არ იყუროთ. სჯობს ობიექტივს ოდნავ შეტრიალებული თუ შეხედავთ.

 

შეარჩიეთ სწორი ფილტრი - გაინტერესებთ, ინტაგრამზე რომელი ფილტრი უხდება მეტ-ნაკლებად ყველას? პასუხია ვალენსია „Valencia“. ფოტოების დასამუშავებლად კი შეგიძლიათ არჩევანი Afterlight app-ზე შეაჩეროთ. თუ სმარტფონებსაც ამ ნიშნით არჩევთ, სელფებით განთქმული მოდელები Samsung Galaxy S5-ს გირჩევენ. სამსუნგის სელფის რეჟიმი ავტომატურად ათანაბრებს კანის ფერს და თვალებს ბრწყინვალებას მატებს.

 

ყურადღება მიაქციეთ უკანა ფონს - ფონი ან საინტერესო უნდა იყოს ან პირიქით - მონოტონური. ამ ორს შორის გარდამავალი უკანა ფონი თქვენს სელფის არაფერში დაეხმარება. ასევე გაითვალისწინეთ, რომ კადრში თქვენ გარდა არავინ უნდა იყოს. კარგია ასევე თუ სივრცე გექნებათ უკან, ან თუ ახლო კადრი გნებავთ ერთი ფერის ფონი თქვენს სახეზე მეტ აქცენტს გააკეთებს, აქ არჩევანი თქვენზეა რა გსურთ...

 

 

big_banner
არქივი