logo_geo
ლილა მოსი MET Gala-ზე ინსულინის ტუმბოთი გამოჩნდა - სუპერმოდელ ქეით მოსის ქალიშვილი დიაბეტითაა დაავადებული
- +

4 მაისი. 2022. 23:57

 

 

ნიუ-იორკში გამართულ MET Gala-ზე ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო გამოჩენა 19 წლის ლილა მოსის წარდგენა იყო Burberry-ის კაბაში. გამჭვირვალე კაბაში მშვენივრად ჩანდა არა მხოლოდ ულამაზესი ფიგურა, არამედ ინსულინის საინექციო სპეციალური აპარატი, რომელიც თეძოსა და მხარზე ჰქონდა დამაგრებული.

 

 

ცოტახნის წინ, სუპერმოდელ ქეით მოსის ქალიშვილმა აღიარა, რომ მას 1 ტიპის დიაბეტი აწუხებს, რომლის დროსაც პაციენტმა ყოველდღიურად უნდა შეიყვანოს ინსულინი ან მიიღოს ჰორმონი სხეულზე მიმაგრებული სპეციალური ტუმბოს მეშვეობით.

 

„რამდენიმე შაქრის ტაბლეტი მიმაქვს ხოლმე იმ შემთხვევისთვის, თუ სისხლში დონე დაეცემა. მე დიაბეტით დაავადებული ვარ და ინსულინის ტუმბო სულ ჩემს გვერდითაა, ყველგან, სადაც მივდივარ.”- თქვა გოგონამ.

 

 

პირველად ლილა აპარატით საზოგადოებაში Versace-სა და Fendi-ს მოდის კვირეულებზე გამოჩნდა, რა დროსაც გოგონა საცურაო კოსტიუმის წარდგენისას ინსულინის ტუმბოს არ მალავდა.

 

 

ეს ნაბიჯი ახალბედა მოდელის თაყვანისმცემლებმა დააფასეს: „გმადლობთ, გამბედაობისთვის! თქვენ ბევრს შთააგონებთ, რომ არ შერცხვეთ საკუთარი თავის!“, - წერენ ისინი სოციალურ ქსელში.

 

 

 

big_banner
არქივი