logo_geo
ვარსკვლავები, რომლებსაც სკოლაში გამუდმებით დასცინოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ
- +

5 მაისი. 2022. 00:47

 

 

ბულინგი სკოლაში გავრცელებული პრობლემაა, რომლის საბოლოოდ გადაწყვეტის გზა, სამწუხაროდ, ჯერ ვერ მოიძებნა. დაცინვა, რომელიც გადადის შეურაცხყოფაში, ბავშვური სისასტიკე - ზოგჯერ ბავშვის ყოველდღიური ცხოვრება ნამდვილ გამოცდად იქცევა, რომელიც კვალს ცხოვრების ბოლომდე ტოვებს. დღეს უკვე ცნობილი და წარმატებული ადამიანებიც გახდნენ ერთ დროს ბულინგის მსხვერპლნი:

 

მაილი საირუსი

 

 

მაილი საირუსმა არაერთხელ ისაუბრა სკოლაში ბულინგის შესახებ. კლასელებმა მისი დაცინვის შესაძლებლობა ოჯახის გამო, განსაკუთრებით მამის გამო არ გაუშვეს ხელიდან და ბევრ სასაცილო მეტსახელს უფიქრებდნენ. შედეგად, თანაკლასელები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მაილი საირუსი ვერაფერს მიაღწევდა, ისევე როგორც, მისი მამა. მაგრამ ასეთ დაცინვას ბევრი ბავშვი უფრო სერიოზულად აღიქვამს, ვიდრე უწყინარ ხუმრობად და შესაძლოა მუშტებიც კი გამოიყენონ. მაილის შემთხვევაში, თუნდაც იმიტომ, რომ ფიზიკური უპირატესობაც ჰქონდათ: გოგონები დიდები და მაღლები იყვნენ, მაილი კი სისუსტითა და მცირე სიმაღლით გამოირჩეოდა. ბუნებრივია, მათი მხრიდან ფიზიკური ძალადობის ეშინოდა. ერთხელ კლასელებმა აბაზანაში ჩაკეტეს, ყველანაირად ლანძღავდნენ, ცუდ სიტყვებს ეუბნებოდნენ და ჩხუბში იწვევდნენ. საბედნიეროდ, სკოლის დირექტორი დროულად ჩაერია და ბავშვები დაამშვიდა.

 

ქეით უინსლეტი

 

 

ბევრი ბავშვი ჭარბი წონის გამო დაცინვის ობიექტი ხდება და გამონაკლისი არც ქეით უინსლეტი იყო. სკოლაში მას ზუსტად ამაზე დასცინოდნენ. ბავშვები ამბობდნენ, რომ ქეით უინსლეტს შეუძლია მხოლოდ მსუქანი "მახინჯი გოგოს" როლი მიიღოს, რადგან ვერ ახერხებს გადამღებ ჯგუფზე თავისი გარეგნობით კარგი შთაბეჭდილების მოხდენასო. რა თქმა უნდა, ამან მის თავდაჯერებულობაზე იმოქმედა, მაგრამ მაინც მიზნის მიღწევისა და ოცნების ასრულების სურვილმა თავისი გაიტანა. სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა საკულტო ფილმის, "ტიტანიკის" გამოსვლის შემდეგ, რის შემდეგაც ულამაზესი ქეით უინსლეტის ნიჭში ეჭვი არავის ეპარებოდა.

 

ჯორჯ კლუნი

 

 

ჯორჯ კლუნიც აღმოჩნდა ბულინგის მსხვერპლი. საშუალო სკოლაში მას მეტსახელი ფრანკენშტეინი დაარქვეს და ეს ყველაფერი ბელის დამბლის გამო (დაავადება, რომელიც ბიჭს მამისგან გადაეცა). სახის მთელი მარცხენა მხარე პარალიზებული ჰქონდა, თვალებს კარგად ვერ ახელდა და გარდა ამისა, მომავალ მსახიობს ჭამის დროსაც სერიოზული სირთულეები ექმნებოდა. ამიტომ, ბავშვები მუდმოვად დასცინოდნენ, რის გამოც მშობლებმა სხვა სკოლაში გადაიყვანეს. გარემოს შეცვლამ და სპორტით გატაცებამ თავისი საქმე გააკეთა: დაავადებისგან განიკურნა და ახლა მსახიობი იხსენებს, რომ წარსულში განცდილმა მწუხარებამ მნიშვნელოვნად გააძლიერა.

 

სანდრა ბულოკი

 

 

სკოლის წლებში ბევრისთვის საყვარელ სანდრა ბულოკს დასცინოდნენ მისი გარეგნობის გამო, უფრო სწორედ ტანსაცმლის გამო. უმცროს დასთან ერთად ხშირად უწევდა ვირჯინიიდან გერმანიაში გადასვლა დედის სპექტაკლებზე დასასწრებად - ის ოპერის მომღერალი იყო. ამიტომაც, სანდრასა და მისი თანაკლასელების სტილი ხშირად არ ემთხვეოდა ერთმანეთს. ამერიკულ სკოლაში დაბრუნებისას, გამუდმებით ისმოდა დაცინვა "სასაცილო" და "ძველმოდური" გერმანული ტანსაცმლის გამო.

 

ტომ კრუზი

 

 

 

იმ დროს, როცა ტომი 14 წლის იყო, უკვე 15 სკოლის შეცვლა მოახერხა და არცერთში დიდხანს არ დარჩენილა. ხშირი გადაადგილება მამის სამსახურის გამო ხდებოდა, ამიტომ ტომ კრუზს მუდმივად უწევდა ახალ გუნდთან და კომუნიკაციის წესებთან ადაპტირება. გარდა ამისა, მისი კლასელები ხშირად პრობლემის მოგვარებას მუშტებით ცდილობდნენ. დასცინოდნენ დისლექსიის გამო. თუმცა, ტომმა ამ სიტუაციიდან გამოსვლა და ჩაგვრის დაძლევა მოახერხა.

 

მეგან ფოქსი

 

 

სკოლაში მეგან ფოქსი არ იყო ყველაზე მომთმენი პერსონაჟი, ამიტომაც მას ბავშვებთან მეგობრობა უჭირდა, განსაკუთრებით კი გოგონებთან. მის გარემოცვაში ერთადერთი თანატოლები მამრობითი სქესის წარმომადგენლები იყვნენ, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესა ეჭვიანობისა და სხვა თანაკლასელებისადმი ყურადღების ნაკლებობის გამო. ამისთვის გოგონები მუდმივად აგრესიას გამოხატავდნენ. ლანჩი გასახდელში უნდა ეჭამა, რომ შეურაცხყოფა თავიდან აერიდებინა. განსაკუთრებული დაცინვა მაშინ დაიწყო, როდესაც სკოლაში მისი ოცნების შესახებ გაიგეს. გოგონას ბავშვიბიდანვე მსახიობობა უნდოდა.

 

 

 

ლედი გაგას სკოლაში სიარული საერთოდ არ სურდა, რადგან მას იქ გამუდმებით დასცინოდნენ. ,,მახინჯს“ ეძახდნენ და ეუბნებოდნენ, რომ არასასურველი ფიგურა, დიდი ცხვირი ჰქონდა. ლედი გაგას დაინტერესებას მუსიკითა და სპორტით ბიჭები განსაკუთრებით დასცინოდნენ. თუმცა მან ძალადობასთან გამკლავება და საკუთარი ინტერესების დაცვა ისწავლა.

 

 

 

big_banner
არქივი