logo_geo
„ჰოლივუდი თავიდან არ მიღებდა, თითქოს, ყოველთვის ნარჩენები მხვდებოდა" - ჯენიფერ ლოპესი
- +

8 მაისი. 2022. 00:10

 

 

ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი 52 წლის ასაკ­შიც ახერ­ხებს ხალ­ხის გა­ო­ცე­ბას: მომ­ღე­რა­ლი და მსა­ხი­ო­ბი ახა­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბით და თა­მა­მი ფო­ტო­სე­სი­ით დაგ­ვიბ­რუნ­და ამ­ჯე­რად ის Rolling Stone-ის მარ­ტის ნო­მერს ამ­შვე­ნებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯეი ლო პო­პუ­ლა­რუ­ლი ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე 2001 წლის გა­მო­ცე­მა­შიც იყო.

 

 

გა­მო­ცე­მას­თან ლო­პეს­მა წარ­მა­ტე­ბის რთუ­ლი გზა გა­იხ­სე­ნა და თქვა, რომ ჰო­ლი­ვუ­დი მის მი­მართ არ ყო­ფი­ლა "შემ­წყნა­რე­ბე­ლი."

 

"ყო­ველ­თვის ვი­ღა­ცის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში ვი­ყა­ვი. ისე­თი გრძნო­ბა მქონ­და, თით­ქოს ნარ­ჩე­ნე­ბი მხვდე­ბო­და. ასე­თია შენი ბედი, როცა პუ­ერ­ტო­რი­კო­ე­ლი ხარ და თან - ქალი.", - ამ­ბობს ჯენი.

 

 

ლო­პე­სი ამ ეტაპ­ზე თავს ბედ­ნი­ე­რად თვლის: ფილ­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, სიმ­ღე­რებს წერს და პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც გა­უ­მარ­თლა: ყო­ფილ საქმროს­თან - ბენ აფ­ლეკ­თან ხე­ლახ­ლა წა­მო­ი­წყო ურ­თი­ერ­თო­ბა. ჯე­ი­ლო ყვე­ბა: "ჩვენ გა­ვი­ზარ­დეთ. ერ­თნა­ი­რე­ბი ვართ და ამავდრო­უ­ლად, გან­ვსხვავ­დე­ბით ერ­თმა­ნე­თის­გან, რაც ძა­ლი­ან კარ­გია".

ჯე­ნი­ფე­რი და ბენი ერ­თმა­ნეთს 2002-2004 წლებ­ში ხვდე­ბოდ­ნენ და ჯე­ნი­ფე­რი ამ პე­რი­ოდს ტკბი­ლად იხ­სე­ნებს: "სა­ნამ მე და ბენი ერ­თად ვი­ყა­ვით, ერ­თმა­ნე­თი სი­გი­ჟემ­დე გვიყ­ვარ­და. ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი პე­რი­ო­დი იყო." 

 

 

big_banner
არქივი