logo_geo
კიმ კეტროლმა გაამხილა თუ როგორ „მოაშორეს“ ახალი პროექტიდან პროდიუსერებმა და სარა ჯესიკა პარკერმა
- +

8 მაისი. 2022. 01:18

 

 

კიმ კატრალმა (სამანტა ჯონსი „სექსი დიდ ქალაქში“) გაამხილა სიმართლე პროექტიდან წასვლის შესახებ. Variety-სთვის მიცემულ ინტერვიუში ის მოყვა, რომ ფაქტობრივად,And Just Like That.-ის არცერთი მონაწილე არ დაუკავშირდა მას და შესთავაზა ახალ ფილმში მონაწილეობა. კიმმა პროექტის გაგრძელების შესახებ შეიტყო ... სოციალური ქსელებიდან!

”მე, როგორც ყველა ადამიანმა, ინტერნეტიდან შევიტყვე ” გადაღების შესახებ. ჩემთვის ეს იყო ნამდვილი შოკი. და მაინც ვერ ვხვდები, აქვს თუ არა ამას რაიმე კავშირი იმ ფაქტთან, რომ მე არ ვმეგობრობ სარა ჯესიკა პარკერთან? რაში გვჭირდება მეგობრობა მუშაობის გასაგრძელებლად? ეს დღემდე საიდუმლოა“.

 

კიმმა მიუთითა სარა ჯესიკა პარკერის, სინტია ნიქსონისა და კრისტინ დევისის მეგობრობაზე. კატროლის ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, მათ შეძლეს პროექტში დარჩენა პარკერთან მეგობრობის წყალობით, რომლზეც დამოკიდებული იყო მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა. მსახიობის თქმით, იგი უბრალოდ "მოაშორეს შოუდან", თანამშრომლობის რაიმე სხვა ვარიანტის შეთავაზების გარეშე.

 

 

big_banner
არქივი