logo_geo
რევოლუცია სამეფო კარზე: პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი უარს აცხადებენ სამეფო ტიტულებზე
- +

10 მაისი. 2022. 19:55

 

 

იუხედავად იმისა, რომ პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა, უარი თქვეს სამეფო მოვალეობებზე, აგრძელებენ თავიანთი საპატიო ტიტულების გამოყენებას ყველგან, მათმა უახლოესმა ბრიტანელმა ნათესავებმა გადაწყვიტეს პირიქით გაეკეთებინათ. სასახლესთან დაახლოებული წყაროების თანახმად, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი, სავარაუდოდ, განიხილავენ თავიანთი ტიტულების დათმობის საკითხსს, რათა მოხდეს „მონარქიის მოდერნიზება“.

 

 

 

კემბრიჯის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას სურთ, რომ უბრალოდ სახელებით "ვილი და ქეითი" იყვნენ ცნობილები. იგივე მახსენდება ქანიე უესტი, რომელიც შარშან უბრალოდ „ი“ე გახდა, დიზაინერი დემნა გვასალია ახლა მხოლოდ დემნაა. ამრიგად, მშობლები და ტახტის მემკვიდრეები ცდილობენ გააუქმონ ზოგიერთი საზეიმო წოდება. მაგრამ ცვლილებები მხოლოდ მათი სახელებით არ შემოიფარგლება, წყვილს მთელი სასახლის რებრენდირება სურს.

 

 

სახელის გამოყენების გარდა, წყვილს, გავრცელებული ინფორმაციით, სურს, თავი აარიდოს საჯაროდ ქედს მოხრას და რევერანსებს, რათა დისტანცირება მოახდინონ "პირველი და სათანადო" მონარქიისგან. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო ლიდერებს და სხვა სტუმრებს არ დასჭირდებათ მათი ასეთი "ენერგიული მოკითხვა".

 

ამ გადაწყვეტილების იმპულსი, სავარაუდოდ, იყო ქეითისა და უილიამის ბოლო ტური კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ღონისძიება მოძველებული ჩანდა, რეალობასთან ნაკლებად ახლოს, ზედმეტად ფორმალური და მოსაწყენი.

 

 

big_banner
არქივი